მართმადიდებული სწავლების თანახმად ღმერთი
ერთდროულად ტრანსცენდენტულიცაა და იმანენტურიც. ვ.ნ. ლოსკის აქვს ხატოვანი
გამონათქვამი : „გამოცხადების იმანენტურობაში ღმერთი ამტკიცებს ქმნილებისადმი
თავის ტრანსცენდენტულობას“ ანუ აცხადებს რა თავს ღმრთაებრივ ენერგიებში, ღმერთი
სწორედ ამით ამტკიცებს, რომ იგი მიუწდომელია არსით.
აქედან
გამომდინარე არსებობს ორი, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ღმრთისშემეცნების
გზა.
ჯერ
კიდევ ქრისტიანობამდელმა ფილოსოფოსებმა, კერძოდ ნეოპლატონიკოსებმა, იცოდნენ, რომ
ღმრთის გააზრების მცდელობას თავად ღმერთში, მდუმარებამდე მიჰყავს ადამიანი, რომ
ყოველგვარ გამოთქმად სახეებსა თუ ცნებებს, რომლებიც შემეცნების საგნის
განსაზღვრისას, აუცილებლად ზღვარს უდებენ მას, არ ძალუძთ უსასრულოს მოცვა.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, საკუთრივ ღმრთისშემეცნების გამოცდილება აუხსნადია.
მაშასადამე სავსებით კანონიერია უარყოფის ანუ უკუთქმითი, ე.წ. აპოფატიკური გზა,
ანუ ღმრთის შემეცნების მცდელობა არა იმით, რაც არის იგი (არაჩვენეული, ქმნილი
გამოცდილების შესაბამისად), არამედ იმაში, რაც იგი არ არის.
აპოფატიკური ღმრთისმეტყველების გზა უპირველეს ყოვლისა პრაქტიკული
გამოცდილების. აპოფატიკური ღმრისმეტყველების მიზანია ცოცხალ ღმერთთან შეერთება
ღმერთთან წიაღსვლის ეს გზა გულისხმობს მოსაგრის მიერ ღმრთის ყველა იმ თვისებისა თუ
ხარისხის თანამიმდევრულ უარყოფას,
რომლებიც ასე თუ ისე დამახასიათებელია ქმნული ბუნებისათვის. თავისი წიაღსვლისათვის
ადამიანმა გონებიდან უნდა განაგდოს ყოველივე წარმოდგენა ქმნილების შესახებ,
ამასთან არამარტო მატერიალურის, როგორიცაა სიყვარული, სიბრძნე და თავად ყოფიერებაც
კი!
ღმრთისადმი წიაღსვლის აპოფატიკური გზა–ასკეტური
გზაა, რომელიც აუცილებლად გულისხმობს განწმედას ადამიანის მხრიდან და პიროვნულ
ღმერთთან საიდუმლო შეერთების საშუალებას იძლევა ექსტაზის ანუ განკვირვების
მდგომარეობისას.
განკვირვების მდგომარეობაში მიღებული ცოდნა სრულიად
აპოფატიკურია. ამ დროს ადამიანი აღწევს ენით აღუწერელ მდგომარეობას, სინამდვილეში
ღებულობს ღმრთის შესახებ რაღაც ცოდნას, როგორღაც უშუალოდ ჭვრეტს მას, მაგრამ, როცა
იგი გამოდის ამ მდგომარეობიდან, აღმოჩნდება, რომ ადამიანურ ენას არ ძალუძს იმის
გამოთქმა, რაც მან განიცადა განკვირვების პროცესში. და ამ გამოცდილების შესახებ საუბარი შესაძლებელლია
მხოლოდ უარყოფით ასპექტში, ისე, როგორადაც მოიქცა წმ. პავლე მოციქული, როცა
ამბობდა (და რათქმა უნდა საკუთარ თავს გულისხმობდა): ,,ვიცი კაცი ქრისტეს მიერ
უწინარეს თოთხმეტისა წლის, გინა ხორცითა, არა ვივი, გინა თუ თვნიერ ხორცთასა, არა
ვიცი, ღმერთმან იცის, აღიტაცა ესევითარი კაცი, ვიდრე მესამედ ცადმდე. და ვიცი
ესევითარი კაცი, გინა თუ ხორცითა გინა თუ გარეშე ხორცთასა, არა ვიცი, ღმერთმან
იცის, რამეთუ მიიტაცა სამოთხედ და ესმნეს უთქმელნი სიტყვანი, რომელ არა ჯერ– არიან
კაცთა სიტყუად.“ ( კორ. 12. 2 – 4).
ეს, რაც
შეეხებოდა აპოფატიკურ ღმრთისმეტყველებას. ახლა ორიოდე სიტყვით შევეხოთ კატაფატიკურ
ღმრთისმეტყველებას.
ღმერთი
არამარტო რაღაც არსია, როგორც ფიქრობენ არაქრისტიანი მისტიკოსები, არამედ ამასთან
ერთად ამ არსის მფლობელი პიროვნებაცაა, რომელიც თავად უცხადებს თავს ადამიანს
თავის ქმედებებში ანუ ენერგიებში.
წმ.
წერილის ღმერთების ამ ენერგიების
შებამასად გვიდგენს სახელებს, რომლებითაც ვხელმღვანელობთ ჩვენ ღმერთის შესახებ
საუბრისას, მაგ; მყოფი, სახიერი, სიყვარული, სიბრძნე, ცხოვრება, გზა, ჭეშმარიტება,
სიმართლე, ნათელი, წმინდა, ძლიერება,
დიდება, მხსნელი, მაცხოვარი, მწყემსი კეთილი და ა.შ. ეს სახელები–არც თვითოეული
ცალ–ცალკე და არც ერთად აღებული–ვერ ამოწურავენ ღმერთის არსს, ისინი საუბრობენ და
გვაუწყებენ მხოლოდ იმის შესახებ, რაც განეკუთვნება არსს. თუკი დავუშვებდით
საპირიპიროს, რომ ღმერთი განისაზღვრება თავისი ატრიბუტებით, ანუ თავისი
თვისებებითა და ღირსებებით, ამით ვაღიარებდით, რომ ღმერთი არ წარმოადგენს
აბსოლიტურ პიროვნებას, არამედ განისაზღვრება საკუთარი ბუნების მახასიათებლების
საშუალებით.
ღმრთის
შემეცნების ამ ორ, აპოფატიკურ და კატაფატიკურ გზას შორის უმჭიდროვესი კავშირია. კატაფატიკური
ღმრთისმეტყველება საყრდენია აპოფატიკური წიაღსვლისათვის. თავის ქმედებებში ღმერთი
უცხადებს ადამიანს თავს, რითაც შესაძლებელს
ხდის ღმრთისშემეცნებას, მარგარმ ამასთან ერთად, ყოველი საფეხური, რომელიც
მიიღწევა ამ წიაღსვლისთვის, არ წარმოადგენს
უკანასკნელს, მის შემდეგ იხსნება ახალი საფეხური და შესაძლებლობები
შემდგომი წიაღსვლისთვის.
ამგვარად,
კატაფატიკურ ღმრთისმეტყველებას პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს აპოფატიკურ
წიაღსვლისთვის. იგი წარმოადგენს თავისებურ კიბეს, რომლის საფეხურებითაც ადამიანი
ზეაღვალს ღმრთისაკენ. ასევე აპოფატიკურ ღმრთისმეტყველებასაც არანაკლები,
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კატაფატიკური ღმრთისმეტყველებისათვის. ვ.ნ ლოსკი
შემდეგნაერად გამოხატავს ამას:
„აპოფატიკური
გზის შესახებ გამოდმებულმა ხსოვნამ უნდა განწმინდოს ჩვენი წარმოდგენები და არ უნდა
მისცემს მათ თავის შეზღუდულ მნიშვნელობებში ჩაკეტვის საშუალება“
ღვთის მადლის ანუ ღვთაებრივი ნათლის გათავისება
ადამიანის მიერ
ამრიგად, აღმოსავლეთის
ეკლესიის ღვთისმეტყველება ღმერთში არჩევს: პიროვნულად არსებულ სამ ჰიპოსტასს;
ბუნებას ანუ არსს; ბუნებით არსებულ
ენერგიებს; რომლებიც განუყოფელია
ჰიპოსტასური პირებისაგან. ამ სწავლებას დიდი მნიშვნელობა აქვს მისტიკური
ცხოვრებისთვის.
ვუახლოვდებით რა ჩვენი ნაშრომის დასასრულს, ჩვენ
უნდა განვიხილოთ ღვთაებრივი
ენერგიები სხვა ასპექტში–შეუქმნელი ნათლის ასპექტში რომელშიც
ღმერთი იხსნება და
უკავშირდება მათ, რომლებიც შედიან მასთან ერთობაში. ეს
ნათელი შეიძლება განვსაზრვროთ, როგორც
ღვთაებრიობის ხილული ნიშანი,
ღვთაებრივი ენერგიისა ანუ მადლისა,
რომელშიც შეიცნობა ღმერთი.
ეს ნათელი არ არის ინტელექტუალური რიგის,
როგორიცაა გონების განათება. იგი
არ არის არც გრძნობადი
რიგის რეალობა, თუმცა კი ეს ნათელი
ერთდროულად ავსებს გონებას
და გრძნობას, როცა ენიჭება
მთლიან ადამიანს და არა მის
რომელიმე უნარს. ღვთაებრივი
სინათლე არამატერიალურია და
თავის თავში არ შეიცავს არავითარ
გრძნობადს, მაგრამ ეს არც გონების
სინათლეა. ე.წ. „ტომოს ჰაგიორიტიკოსი „
_ ათონელ –ბერთა აპოლოგიაში“,
ანსხვავებს. 1) გრძნობად
სინათლეს; 2) გონების სინათლეს
; 3) შეუქმნელ სინათლეს, რომელიც
აღემატება, როგორც პირველს, ასევე მეორეს.
გონების სინათლე განსხვავებულია იმისგან, რომელიც გრძნობებით აღიქმება , მართლაც გრძნობადი
სინათლე ჩვენ გვიცხადებს საგნებს.,
რომლებიც შეესაბამებიან ჩვენს გრძნობებს,
ხოლო გონების სინათლე
ჭეშმარიტებას, რომელიც აზრებში
იმყოფება, მაშასადამე მხედველობა და
გონება აღიქვამენ არა ერთსა და იმავე სინათლეს, მაგრამ თითოეულ
ამ უნარს ახასიათებს
მოქმედება შესაბამისად თავის
ბუნებასთან და თავის
საზღვრებში, ხოლო, როდესაც
ისინი, ვინც ამის ღირსია, ღებულობენ
მადლსა და სულიერ და ზეუნებრივ ძალას, ისინი აღიქვამენ როგორც
გრძნობებით, ასევე გონებით, იმას რაც აღემატება ყოველგვარ
გრძნობასა და ყოველგვარ
გონებას.... როგორ? ეს უწყის მხოლოდ ღმერთმა და იმან,
ვინც მოიპოვა მადლიანი ცდა.
წმ.
წერილში მრავლადაა გამოთქმები, რომლებიც ეხება სინათლეს, ღვთაებრივ განათებას, ღმერთს, რომელსაც
უწოდეწბენ სინათლეს. აღმოსავლეთის ეკლესიის მისტიკური
ღვთისმეტყველებისთვის ეს არც
მეტაფორებია, არც რიტორიკული ფორმები, არამედ სიტყვები, რომლებიც გამოხატავენ ღვთაებრიობის
რეალურ ასპექტებს „გნოსისი“ – ღვთაებრიობის შეცნობა მის
უმაღლეს საფეხურზე არის ხელთუქმნელი
ნათლის ცდისეული აღთქმა და
ეს აღთქმა თავისთავად არის სინათლე
„ნათლითა შენითა ვიხილოთ ჩუენ
ნათელი „ (ფს.35.10) ეს არის ის
რაც აღიქმება მისტიკურ ცდაში და ის რითაც
აღიქვამენ, არიან რა მასში.სვიმეონ
ახალი ღვტისმეტყველისათვის სინათლის
ცდისეული აღქმა იგივე შეგნებული სულიერი
ცხოვრება ან „ გნოსისი“– არის ადამიანის
პიროვნების მიერ მოხვეჭილი მადლის
გაცხადებული ყოფნა. „ ჩვენ არა იმას ვამბობთ რაც ვიცით,
არამედ ვამბობთ იმას, რაც ვიცით,
მასზე ვამოწმებთ. სინათლე უკვე ბნელში ანათებს, ღამით და დღისით, და ჩვენს
გულებში, და ჩვენს გონებაში, და გვაბრწყინებს დაუვალად, უცვალებლად,
დაუფარავად–ღაღადებს, მოქმედებს, ცოცხლობს და ცხოველმოქმედებს და სინათლედ აქცევს
მათ, რომლებიც ბრწყინდებიან მისით ღმერთი ნათელია და ყოველნი, რომელნიც ღირსი
ხდებიან მისი ხილვისა, ხედავენ როგორც ნათელს, და ისინი, რომელთაც მიიღეს ის,
როგორც ნათელი, ვინაიდან მისი დიდების ნათელი წინ უძღვის მის სახეს და სინათლის
გარეშე მას არ შეუძლია გამოჩენა. იმათ, რომელთაც არ უხილავთ მისი სინათლე, არ
უხილავთ ის იმიტომ, რომ ღმერთი არის ნათელი და იმათ, რომელთაც არ უნახიათ მისი
ნათელი, ჯერ არ მიუღიათ მისი მადლი, იმიტომ რომ მადლის მიმღებები ღებულობენ ღვთის
ნათელს და თავად ღმერთს, მაგრამ ისინი, რომელთაც არ მისცემიათ ნება მიეღოთ და ეგემათ ის – ყველანი ჯერ იმყოფებიან
რჯულის უღლის ქვეშ, ჯერ კიდევ დგანან აჩრდილების და სახეების ქვეშ, ჯერ კიდევ
მონის ძენი არიან, თუნდაც ისინი იყვნენ მეფეები, თუნდაც პატრიარქები, თუნდაც
მღვდელმთავრები და მღვდელები, თუნდ უფროსები ან ხელქვეითები, თუნდ ერისთაგანნი ან
მონაზონნი. ყველანი ისინი ჯერ კიდევ ბნელში სხედან და ბნელში დადიან და არ სურთ,
როგორც საჭიროა, მოინანიონ. მონანიება არის კარი, რომელსაც ადამიანი გამოჰყავს
სიბნელედან და შეჰყავს ნათელში ამიტომ, ვინც ჯერ კიდევ არ შესულა ნათელში, ის
აშკარად უკეთურია და უღირსად გავიდა სინანულის კარში ცოდვის მქმნელი კი ცოდცის
მონაადა სძულს ნათელი, რომ არ გაცხადდეს მისი საქმეები.“ თუ ცოდვაში ცხოვრება
ზოგჯერ გაუცნობიერებელია, მადლში ცხოვრბა ცნობიერების განუწყვეტელი გაღრმავებაა,
ცდისეული ზრდა ღვთაებრივ ნათელში.
წმ. მაკარი მეგვიპტელი ამბობს, რომ
სულიწმიდის ქრისტიანთა გულებში დანთებულ მადლის ცეცხლი აიძულებს მას, ენთონ
სანთელივით ღვთის ძის წინაშე. ადამიანის ნების თანაზომი ღვთაებრივი ცეცხლი, ხან
ძლიერდება და კაშკაშებს, ხან მცირდება და აღარ იძლევა ნათელს ვნებებით დაბნელებულ
გულებში: ,, არანივთიერი და ღვთაებრივი ცეცხლი ანათებს სულებს და განცდის მათ...
ეს ცეცხლი მოქმედებდა მოციქულებში. როცა ისინი მეტყველებდნენ ცეცხლის ენებით ამ
ცეცხლმა გაუნათა გონება წმ. პავლე მოვიქულს, მაგრამ დაუბინდა მხედველობა, რამეთუ
ხორციელი თვალის გარეშე უჭვრეტდა მას. ამ ცეცხლს უმზერდა წმ. მოსე
წინასწარმეტყველი მაყვლოვანში. ამ ცეცხლმა ცეცხლოვანი ეტლის სახით აიტაცა წმ. ილია
წინასწარმეტყველი ზეცად... ანგელოზები და მომსახურე სულები ეზიარებიან მის
ნათელს... ეს ცეცხლი დევნის დემონებს, აღჰხოცს ცოდვას, ის არის აღდგომის ძალა,
უკვდავების ქმედობითა, წმიდა სულების განათლება, გონიერ ძალთა დამტკიცება“. ეს
–ღვთაებრივი ენერგიებია: „ღვთაების სხივები“, რომელთა შესახებ საუბრობს დიონესე
არეოპაგელი, შემოქმედებითი ძალები, რომლებიც განჭოლავენ სამყაროს. „ღმერთს
უწოდებენ ნათელს არა მისი არსებით, არამედ მისი ენერგიებით“––– ამბობდა წმ. გრიგოლ
პალამა. ღმერთი გამოვლინდება, შეცნობადია და შეიძლება შევიცნოთ,–– ის ნათელია.
ღმერთს უწოდებენ ნათელს არა მხოლოდ მატერიალურ ნათელთან ანლოგიის გამო, ღვთაებრივ
სინათლეს არ გააჩნია ალეგორიული ან
აბსტრაქტული მნიშვნელობა, ის – რეალურია, მისტიკურ ცდაში მოცემული. „ღვთაებრიობის
ეს ცდისეული შეცნობა, ეძლევა თითოეულ ადამიანს მისი საზომით და შეიძლება განსხვავებული
იყოს ხარისხათ, იმათ ღირსებაზე დამოკიდებულობით, ვისაც ის ენიჭება“ ღვთის
სრულყოფილი ჭვრეტა, რომელიც შესაძლებელია მის შეუქმნელ ნათელში, არის „მერვე დღის“
საიდუმლო, ის განეკუთვნება მომავალ საუკუნეს. თუმცა ისინი, ვინც ღირსია, აღწევინ
იმას, რომ ხედავენ „ღვთის დიდებას მოსულს ძალით „ (მკ.9.1) ჯერ კიდევ მიწიერ
ცხოვრებაში, იმის მსგავსად, როგორც სამი მოციქული ხედავდა მას თაბორზე.
საღვთისმეტყველო კამათი, რომელიც მე–14 საუკუნის შუახანებში გაიმართა თაბორის
შეუქმნელი ნათლის შესახებ მართლმადიდებული ეკლესიის დოგმატური სწავლების დამცველთა
და თომა აქვინელის აღმოსავლელი მომხრეებს შორის, არსობრივად ეხებოდა პირველხარისხოვანი
მნიშვნელობის რელიგიურ პრობლემებს მისტიკური გამოცდების რეალობას, ღმერთთან
შეგნებული ურთიეთობის შესაძლებლობას, მადლის შეუქმნელ ან შექმნილ ბუნებას.
წმ. მამათა უმეტესობა, რომლებიც საუბრობდნენ
ფერიცვალების შესახებ, ამტკიცებდნენ მოციქულების მიერ ხილული ნათლის შეუქმნელ და
ღვთაებრივ ბუნებას. წმ. გრიგოლისვთის მეტყველი, წმ.კირილე ალექსანდრიელი, წმ.
მაქსიმე აღმსარებელი, წმ.ექვთიმე ზოგაბენი საუბრობენ ამ აზრის სასარგებლოდ და არ
არის საჭირო მათი სიტყვების განმარტება მეტაფორული აზრით. წმ. გრიგოლ პალამა ანვითარებს
ამ სწავლებას მისტიკური ცდის საკითხთან დაკავშირებით. ნათელი, რომელიც მოციქულებმა
იხილეს თაბორზე, ღმერთს ბუნებით ახასიათებს. მარადიული, უსასრულო, დროის და
სივრცის გარეთ არსებული, ის ძველ აღთქმაში ევლინებოდა როგორც ღვთის დიდება––
ქმნილებისათვის საშინელი და დაუტევო მოვლენა, რამეთუ ის იყო გარეგანი, ადამიანის ბუნებისათვის უცხო ქრისტეს
მოსვლამდე და ეკლესიის გარეთ. აი რატომ იყო, წმ. სვიმეონ ღვთისმეტყველის
სიტყვებით, წმ.პავლე მოციქული დამასკოს გზაზე იქნა დაბრმავებული და მიწაზე
დანარცხებული ღვთაებრივი ნათლის გამოჩინებით, ვინაიდან მას ჯერ კიდევ არ გააჩნდა
ქრისტეს რწმენა. პირიქით, წმ.მარიამ მაგდალინელს, წმ. გრიგოლ პალამას, სიტყვებით,
შეეძლო ეხილა აღდგომის ნათელი, რომელიც ავსებდა მაცხოვრის საფლავს და
ხილულად ქმნიდა იქ მყოფს ღამის უკუნის მიუხედავად, როცა გძნობდა დღეს ჯერ კიდევ არ
გაენათებინა მიწა, ამ ნათელმა მისცა მის თვალებს ძალა ეხილა ანგელოზი და ესაუბრა
მათთან. განხორციელების მომენტში ღვთაებრივმა ცეცხლმა თავი მოიყარა, თუ ასე
შეიძლება ითქვას, ქრისტე–ღმერთკაცში. ეს ნიშნავს, რომ ქრისტეს ადამიანური ბუნება
განიღმრთო ღვთაებრივ ბუნებასთან ჰიპოსტასური შეერთებით; რომ ქრისტე თავის მიწიერ
ცხოვრებაში ყოველთვის იყო განათებული ამ ნათლით, რომელიც უხილავი იყო ადამიანთა
უმრავლესობისთვის. ღვთის ფერისცვალება არ იყო დროითა და სივრცით შემოსაზღვრული,
ქრისტესთვის არავითარი ცვლილება არ მომხდარა, მაგრამ ცვლილება მოხდა მოციქულთა
ცნობიერებაში, რომლებმაც გარკვეული დროით მიიღეს იმის უნარი, რომ თავისი
მასწავლებელი ეხილით ისეთი, როგოროც ის იყო თავისი ღვთაებრიობის მარადიულ
ბრწყინვალე ნათელში. მოციქულთათვის ეს იყო ისტორიიდან გამოსვლა, მარადიული
რეალობების აღქმისთვის. წმ. გრიგოლ პალამა ამბობს: „ღვთის ფერისცვალება არც
დასრულებულა, ის დარჩა დროსა და სივრცეში ჩაურთველად და გარეგნულ გრძნობებს
დაუქვემდებარებლად, თუმცა კი აღთქმული იყო ხორციელი თვალებით...თავისი გრძნობების
განსაკუთრებული ცვლილებით უფლის მოწაფეები ხორციელიდან გადავიდნენ სულიერ
აღთქმაზე“.
ღვთაებრივი ნათელი რომ ვიხილოთ, უფლის მოწაფეთა დარად, უნდა ვაყოთ ამ
ნათლის თანაზიარი; აუცილებელია, რომ მის მიერ შეცვლილი ვიყოთ მეტად ან ნაკლებად. ამგვარად,
მისტიური ცდა გულისხმობს ადამიანური ბუნების ცვლას ღვთის მადლის მოქმედებით. წმ.
გრიგოლ პალამა ამბობს: „...(ადამიანი), რომელმაც მიიღო ღვთაებრივი მადლი, თვითონ
არის თითქოსდა ნათელი, და სინათლესთან იმყოფება და მისი მეოთხებით ხედავს იმას,
რაც ამგვარი მადლის გარეშე ყველასთვის დაფარულია, იგი მაღლდება არამარტო ხორციელ
გრძნობებზე, არამედ ყოველივეზე, რაც ჩვენ უწყით... რამეთუ გულით წმიდანი ხედავენ
ღმერთს, რომელიც არის რა ნათელი, უსახლდება სულში და თავს უმხელს მის მოყვარულთ და
მისგან შეყვარებულთ...“
აი, რატომ არის, რომ „ტომოსი“ გულისხმობს აქ, ჯერ კიდევ მიწაზე, განწმედილ
ხორციელ ბუნებაში გარკვეულ „სულიერ განწყობილებას“, თუკი სხეულმა სულთან ერთად
უნდა მიიღოს მონაწილეობა მომავალი საუკუნის ენით გამოუთქმელ ნატარებაში, მაშინ,
მან უნდა მიიღოს მასში მონაწილეობა შესაძლებლობის მიხედვით, უკვე ახლა...,ვანაიდან
სხეულს თავად გააჩნია ღვთაებრივ საგანთა გამოცდილება, როცა სულის ვნებიანი ძალები
არიან არა მოკვდავები, არამედ ფერნაცვალი და განათლებული.
მადლი
არის რა ღვთაებრიობის გამომაჩინებელი
სინათლე, არ შეგვიძლია არ აღვიქვათ და ვერ შევიგრძნოთ ღმერთი, თუკი ჩვენი ბუნება იმყოფება სულიერი სიჯანსაღის მდგომარეობაში შინაგანი ცხოვრების უგრძნობელობა არის არანორმალური მდგომარეობა.
აუცილებელია ვისწავლოთ საკუთარი სულის
მდგომარეობის გამოცნობა, ასევე მისტიკური
ცხოვრების საგნებზე მსჯელობა ამიტომ ღირსი სერაფიმე საროველი თავის სულიერ
დარიგებებს იწყებს შემდეგი სიტყვებით: „ღმერთი არის ცეცხლი, გულთა და საშოთა
გამათბობელი და გამაღვივებელი. ამგვარად
თუ ჩვენს გულებში ვგრძნობთ სიგრილეს, მოვიხმოთ ღმერთი, და ის მოვა რა, გაგვითბობს
გულებს სრულყოფილი სიყვარულით არამარტო, მის მიმართ; არამედ მოყვასის მიმართაც. და
სითბოს პირისაგან განიდევნება სიკეთისმოძულე სიგრილე“. მადლი გვევლინება როგორც
სიხარული, მშვიდობა, შინაგანი სითბო, სინათლე. ადამიანს, რომელიც ღმერთთან შედის
მზად სულიერ ურთიერთობაში, არ შეუძლია დარჩეს სინათლის გარეთ, თუ ის აღმოჩნდა
ბნელში ჩაძირული, ეს იმიტომ, რომ მისი ბუნება დაბნელებულია რაიმე ცოდვით, ან კი
ღმერთი ცდის მას, რათა უფრო გაძლიერდეს მისი მოშურნეობა. ეს მდგომარეობა შეიძლება
გადავლახოთ მორჩილებით და თავმდაბლობით, რაზეც ღმერთი პასუხობს იმით, რომ კვლავ
ჩნდება სულში და თავის სინათლეს ანიჭებს დროებით მიტოვებული ადამიანის არსებას.
სულიერი სიმშრალე არის ავადმყოფობა, რომელიც არ შეიძლება იყოს ხანგრძლივი, ის
არასოდეს არ განიხილებოდა აღმოსავლეთის ეკლესიის მამების მიერ, როგორც ღმერთთან
შეერთების გზაზე აუცილებელი და ნორმალური ეტაპი. ამ გზაზე ასეთი მდგომარეობა
საშიშია, თუმცა ხშირია, ვინაიდან ახასიათებს ნათესაობა მწუხარებასთან და მოწყინებასთან.
ეს გამოცდაა, რომელიც ადამიანს აყენებს სულიერი სიკვდილის ზღვარზე.
„მე ხშირად ვხედავდი ნათელს ამბობს სვიმეონ ახალი
ღვთისმეტყველი, ზოგჯერ ის მეცხადებოდა ჩემში, როცა ჩემი სული გააჩდა სიმშვიდე და
მდუმარება, ზოგჯერ კი მეცხადებოდა შორს, ან კი სრულიად იმალებოდა, და როცა
იმალებოდა, მანიჭებდა უზომო მწუხარებას, ვინაიდან ვფიქრობდი რომ უკვე აღარ სურდა
მეტად მეჩვენოს, მაგრამ, როცა ვიწყებდი ცრემლთა ღვრას და ვაჩვენებდი სრულად
გაუცხოვებას ყოველივესაგან და ყოველგვარ მორჩილებასა და სიმშვიდეს, მაშინ ჩნდებოდა
ისევ, როგორც მზე, როცა ის ფანტავს მიჯარულ ღრუბლებს და მცირედ–მცირედ იწყებს
გამობრწყინებას..“ შეიძლება მრავალი მაგალითი მოგვეყვანა ამ მადლის ხილული
გამოვლინებისა წმინდა მეუდაბნოე მამათა ცხოვრებიდან, მაგრამ მოვიყვან ერთ უფრო
გვიანდელ მაგალითს: „წმ. სერაფიმე საროველის გულახდილი საუბრებისაგან“, რომელიც
თვალსაჩინოდ დაგვეხმარება „სინათლის ღვთისმეტყველების“ არსში და მნიშვნელობაში
კიდევ უფრო გარკვევაში.
საუბრის დროს, რომელიც ხდებოდა ზამთრის დილას ტყის
პირას, წმ. სერაფიმეს ერთ-ერთმა მოწაფემ, აქ მოტანილი ტექსტის ავტორმა, ჰკითხა
თავის მოძღვარს: „მაინც არ მესმის,
რატომ შემიძლია ვიყო მტკიცედ დარწმუნებული, რომ ვიმყოფები სულ ღვთისაში და როგორ
უნდა გამოვიცნო მე თვითონ ჩემში მისი ჭეშმარიტი
მოვლენა?“ წმ.სერაფიმემ უპასუხა: „მე უკვე
ვთქვი, რომ ეს ძალზე ადვილია და
დაწვრილებით მოგიყევით, თუ როგორ იმყოფებიან ადამიანები სული ღვთისაში და როგორ
უნდა გავიგოთ მისი მოვლინება ჩვენში, კიდევ რაღა გსურთ თქვენ ? „საჭიროა _ვთქვი
მე_რომ ეს კარგად გავიგო“. მაშინ მან მაგრად ჩამკიდა მხრებში ხელი და მითხრა „ეხლა
ჩვენ ორივე, შენთან ერთად სულ ღვთისაში ვიმყოფებით: რატომ იყურებით დაბლა, რატომ
არ მიყურებთ მე? მე ვუპასუხე: „ არ შემიძლია ყურება, რადგან თქვენ თვალთაგან ელვა
იფრქვევა, თქვენი სახე მზეზე უფრო ნათელი გახდა და მე თვალებს მტეხს ტკივილისგან „მან
მიპასუხა“: არ შეშინდეთ, თქვენო
ღვთისმოყვარებავ, თქვენც ასევე განათლდით ახლა, თქვენც ხომ თავად სწორედ
ასეთსავე მადლში სინათლეში იმყოფებით, თორემ ჩემზე ამის დანახვა თქვენთვის
შეუძლებელი იქნებოდა.“ მან თავი მომადო და ყურში ჩუმად მითხრა:“ შესწირეთ მადლობა
უფალს თქვენდამი ენით გამოუთქმელი წყალობისათვის!
თქვენ ხომ ხედავთ, რომ მე პირჯვარიც არ გამომისახავს, არამედ მხოლოდ ჩემს
გულში ვილოცე ღვრთის მიმართ და ვთქვი ; უფალო ღირსყავ იგი სხეულებრივი თვალებით დაინახოს ის
გარდამოსვლა სულისა შენისა წმინდისა, რომელსაც
შენ ანიჭებ მონათა შენთა, როდესაც სწყალობ მათ მოუვლინო შენი დიდების
ნათელში“ და აი, უფალმა მყის აღასრულა
მორჩილი თხოვნა ბეჩავი სერაფიმისა,
როგორ არ უნდა შევსწიროთ მადლობა მას ამ გამოუთქმელი წყალობისათვის ორივე
ჩვენთვის? ასე თვით დიდ მეუდაბნოვეთ
ყოველთვის არ უვლენდათ უფალი თავისი წყალობას, და უკვე ღვთის ამ მადლმა, როგორც
შვილების მოყვარულმა დედამ, დედა ღვთისას წარდგინებით, კეთილებმა თავისი
მოწყალებით დაემშვიდებინა მჭმუნვარე გული თქვენი.... რატომ არ მიყურებთ თვალებში? უბრალოდ მიყურებთ
და არ შეშინდეთ: უფალი ჩვენთანაა! და როდესაც ამ სიტყვების შემდეგ მე მას სახეში
შევხედე, კიდევ უფრო დიდმა, კრძალვით აღსავსე შიშმა შემიპყრო. წარმოიდგინეთ მზის შუაგულში, შუადღის ნათელი მოკაშკაშე სხივების ცენტრში, სახე
ადამიანისა, რომელიც თქვენ გესაუბრებათ. თქვენ მაგალითად ხედათ მის ბაგეთა
მოძრაობას, ცვლილებას თვით სახის გამომეტყველებაში, გრძნობთ, რომ თქვენს მხრებში
ვიღაცას ხელი აქვს ჩაკიდებული, მაგრამ არ ხედავთ არა მარტო მის ხელეს, არამედ არც
საკუთარ თავს და არც თვითონ მას, არამედ ხედავთ თვალის მომჭრელ სინათლეს, გესმის
ხორხოშელა თოვლისა, რომელიც გეცემათ თქვენ, გრძნობთ, რომ იგი სულ ცოტა გოჯის ოდენა
მაინც იქნება დაგედოთ....“
ძნელი
დასაჯერებელია, რომ წმ. სერაფიმ საროველს შესაძლებლობა ქონდა სცოდნოდა წმ. გრიგოლ
პალამას მოძღვრება
შეუქმნელი ნათლის ბუნების შესახებ, მაგრამ მასთან ჩვენ
ვხვდებით სულიერი გამოცდილებიდან შობილ ; „სინათლის ღვთისმეტყველებას“, ღვთაებრივი
სინათლე ავსებს ღმერთთან ერთობას მიღწეული ადამიანის არსებას და ეს ექსტაზი არ არის , წარმავალი მდგომარეობა, რომელიც
აღიტაცებს, წყვეტს ადამიანურ ბუნებას
ჩვეულ
გამოცდილებისაგან, არამედ შეგნებული ცხოვრება ნათელში, ღმერთთან უწყვეტი ურთიერთობა. ექსტაზური
მდგომარეობა განსაკუთრებით დამახასიათებელია იმ ადამიანისათვის, რომლის ბუნება ჯერ
არ შეცვლილა და რომელსაც არ მოუწყვია ცხოვრება ღმერთში, შექმნილი ბუნების
ფერიცვალება, ჯერ კიდევ მიწიერ ცხოვრებაში დაწყებული, არის ახალი ცისა და ახალი
მიწის აღთქმა, ქმნილების მარადიულ სიცოცხლეში შესვლა სიკვდიმდე და აღდგომამდე. დიდ
წმინდათა შორისაც ცოტანი აღწევენ ამ მდგომარეობას მიწიერ ცხოვრებაში. ღირსი
სერაფიმეს მაგალითი იმდენად შთამბეჭფავია, რომ ის, ჩვენთვის შედარებით ახლო
ეპოქაში აცოცხლებს ქრისტიანობას პირველი საუკუნის მეუდაბნოე მამათა წმინდაობას,
რომელიც გვეჩვენება თითქმის დაუჯერებლად
ჩვენი განმსჯელობითი და გრილი
რწენისათვის, ცოდვებისაგან დაბინდული გონებისათვის.
ამრიგად,
ჩვენ ზემოთ განვიხილეთ მართლმადიდებელი
ეკლესიის სწავლება მადლის შესახებ, როგორ
მოქმედებს მაცხონებელი მადლი ღვთისა, ყოვლადწმინდა სამების
პირის მონაწილეობა მადლის დანაწილებაში, მადლის სახეები, საყოველთაო და საკუთრივ ეკლესიური მადლი, მადლის მოქმედება წმიდა საიდუმლოებებში,
მაქსიმე აღმსარებლის შეხედულება საღმრთო მადლის
შესახებ, ღმრთის–შემეცნება და მისი
საზღვრები, ბუნებითი ღმრთისშემეცნება, ზებუნებითი ღმრთისშემეცნება, ღმრთისშემეცნების
ხასიათი და საზღვრები ღმრთისშემეცნების ხასიათსა და საზღვრების ირგვლივ აღძრული
პოლემიკა IV საუკუნეში, ევნომიოსელთა დოქტრინა, დიდ კაბადოკიელ მამათა
და წმინდა იონე ოქროპირის სწავლება ღმრთისშემეცნების შესახებ, მე-14 საუკუნეში
აღძრული დავები ღმრთისშემეცნების ხასიათისა და საზღვრების შესახებ. ვარლამ
კალამბრიელის დოქტრინა, წმ. მღვდელთავარ გრიგოლ პალამას სწავლება ღმერთში არსისა
და ენერგიების განსხვავების შესახებ, აპოფატიკური და კატაფატიკური ღმრთისმეტყველება, ღვთის
მადლის ანუ ღვთაებრივი ნათლის გათავისება ადამიანის მიერ, მაგრამ რათქმაუნდა
საღმრთო მადლის მოქმედებების სრულყოფილად გააზრება ასევე ღმრთის შემეცნების
ბოლომდე გაცნობიერება შეუძლებელია გონების მიერ, მითუფრო ძნელია ყოველივე ამის
ფურცელზე გამოტანა.
იმედი
მაქვს ჩვენი მოკრძალებული მცდელობა შევხებოდით ისეთ ფაქიზ დოგმატურ საკითხებს,
როგორიცაა ღმრთის შემეცნება და საღმრთო მადლი სწორად იქნება შეფასებული.
მომიტევეთ
თემაში დაშვებული გრამატიკული თუ სხვა თემატური უზუსტობისათვის, რაც მოსალოდნელია
კიდეც ჩემი ცოდვით დაბინდული გონებისაგან და გთხოვთ აღწეროთ შენიშვნების ფურცლებზე
თქვენი მითითებები ან შენიშვნები.