Friday, May 31, 2013

ზებუნებითი ღმრთისშემეცნება


ღმრთის ნამდვილ, ჭეშმარიტ შემეცნებად, ანუ ღმრთისშემეცნებად ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, შეიძლება იწოდოს მხოლოდ ზებუნებითი ღმრთისშემეცნება. ადამიანს იგი ეძლევა მხოლოდ გამოცდილებით, უშუალოდ სულიწმიდის ზეშთაგონებით. ქრისტიანული სარწმუნოების ყოველი  ჭეშმარიტება   წმ. წერილში  და ეკლესიის  გადმოცემა მხოლოდ ოდნავღა– თუ გვეხსნება ჩვენ.  მთელი სისრულით  კი ისინი  შეიმეცნება  მხოლოდ და მხოლოდ  მადლისმიერი  ცხოვრებისეული  გამოცდილებით.
         წმინდა  მამები  ზებუნებით    ღმრისშემეცნებაში   განასხვავებენ ორ თანმიმდევრულ საფეხურს:
   პირველი საფეხური–ძველი  აღქმის, „წინაქრისტიანული“   კაცობრიობისთვისაა დამახასიათებელი. ესაა  გარეგნული  სახით გამოცხადება; მაგალითად: ასეთი სახეებია:  შეუწველი მაყვალი, რომელიც  სინას მთაზე იხილა  მოსემ, ან კიდევ,  კიბე–რომელიც იხილა  პატრიარქმა       იაკობმა და სხვ. ადამიანისთვის ამ სახეებს   აღმზრდელობითი  მნიშვნელობა აქვთ.
მეორე დონე–ზებუნებითი  ღმრთისშემეცნებისა  შესაძლებელია  მხოლოდ ახალ  აღთქმაში,  მხოლოდ და მხოლოდ ქრისტიანულ ეკლესიაში  ესაა  ე.წ.  გონებითი გამოცხადება– ყოველგვარი  გარეგანი  სახის   გარეშე         გამოცხადება, რომელიც  ყოველგვარ  სახესა და  ყოველგვარ სიტყვაზე  მაღლა დგას.
ზებუნებითი  გამოცხადების ეს, მეორე  საფეხური–ლოცვითი  მჭვრეთელობაა, გამოცხადება, რომელიც ხდება  ადამიანის  სულში  ასეთი  გამოცხადებისას  ღმერთი  ადამიანს  რაიმე გარეგნული სახით  კი არ  ეჩვენება არამედ ადამიანი მას (ღმერთს შეიცნობს) შეიცნობს და განიცდის  საკუთარ (ადამიანის) თავშივე. ამასთან, ადამიანი  ღმერთს  „ხედავს“  იმიტომ, რომ  იგი (ადამიანი)  უკვე ღმერთშია და ღმერთის ძალა მოქმედებს მასში. ყველაზე უფრო ნათელი მაგალითი ასეთი შემეცმებისა არის  ისიქასტთა პრაქტიკა.

No comments:

Post a Comment