1.ღმრთისშემეცნება ქრისტიანის ცხოვრებაში
არსებობს
მრავალი სხვადასხვა დარგი მეცნიერებისა, რომელთა დასახელებაში ჩართულია სიტყვები:
„მეცნიერება“, ან „მცოდნეობა“ მაგ: „ენათმეცნიერება“, „ლიტერატურათმცოდნეობა“,
„სამართალმცოდნეობა“ და ა.შ.
ცხადია, რომ ღმრთისმშობლის, ანუ ღმრთისმცოდნეობის, მეცნიერების ამ დარგთა
რიგში ჩაყენება შეუძლებელია, რადგან ნებისმიერ მეცნიერებაში რაიმეს ცოდნა და სპეციალისტობა–უპირველეს
ყოვლისა ნაშნავს ამა თუ იმ საკითხის ირგვლივ სრულყოფილი ინფორმაციის ფლობას.
მაგრამ ღმრთისმეტყველებაში სულ სხვაგვარადაა საქმე.
წმ.
წერილის თანახმად, იცოდე–ნიშნავს შენს თავზე გამოცადო რაღაც, ეზიარო მას, ამიტომაა
რომ უფალი იესო ქროსტე ღმრთისმცოდნეობას არსებითად ათანაბრებს ცხონებასთან ანუ
მარადიული სიცოცხლის მოპოვებასთან:
„და
ესე არს ცხოვრებად საუკუნოდ რაითა გიცოდიან შენ, მხოლოი ჭეშმარიტი ღმერთი და
რომელი მოავლინე, იესუ ქრისტე“(ინ.17.3),
წმ.
წერილის მოწმობით, ადამიანის ცხოვრების მიზანიც ღმრთისშემეცნებაა, რომელიც
მიიღწევა ღმერთთან ზიარების შედეგად. წმ.პავლე მოციქული ამბობს, რომ ღმერთმა
„...შექმნა ერთისაგან სისხლისა ყოველნი ნათესავნი კაცთანი დამკვიდრებად ყოველსავე
ზედა პირსა ქვეყანისასა, და უკუთუმცა ვინმე ეძიება, პოამცა იგი, და რამეთუ არცა
შორს არს კაცად– კაცადისაგან ჩუენისა, რამეთუ მის მიერ ცხოველ–ვართ და ვიქცევით და
ვართ,...“(საქმ.17,26–28).
აქ
არაა აუცილებელი იმის მტკიცება, რომ ღმრთისშემეცნება არაა ერთჯერადი აქტი, არამედ
ესაა მთელი პროცესი და თანაც ისეთი, რომელიც გულისხმობს არა მარტო აზრისმიერ
განცდებს, არამედ უპირველეს ყოვლისა ცხოვრების ნირის შეცვლას.
ღვთის
შემეცნება შეუძლებელია ღვთებრივი გამოცხადების გარეშე. ადამიანმა ღმერთი იცის
იმდენად, რამდენადაც თავად ღმეთი ეცხადება, ეხსნება მას. მაგრამ ამასთან ადამიანი
რაღაცნაირად მაინც, უნდა ემზადებოდეს ღვთაებრივი გამოცხადების აღქმისათვის.
ღმერთის შესამეცნებლად ასეთ შესაწევარს ღვთაებრივი გამოცხადებიდან წარმოადგენს ბუნებრივი ღვთისშემეცნება. ამას
გარდა არსებობს ზებუნებრივი ღვთისშემეცნება. თუ რა განსხვავება და თანაფარდობაა
ბუნებოთ ღმრთისშემეცნებასა და ზებუნებით, ანუ გამოცხადებით ღმრთის შემეცნებას შორის, კარგად გამოთქვამს ღირსი
მამა თეოდორე სტუდიელი:
„აქაურ, მიწიერ შემეცმებათაგან ერთი არის ბუნებრივი, მეორე კი ზებუნბრივი.
რას წარმოადგენს ეს უკანასკნელი, ნათელ იქნების პირველისგან. ბუნებრივ ცოდნას ჩვენ
ვუწოდებთ იმას, რომლის მიღებაც სულს შეუძლია გამომძიებლობითი და ცოდვათა მოკითხვით,
ზღვევინებით, ბუნებითი ძალებისა და საშვალებების გამოყენებით... ხოლო ზებუნებითი
ცოდნა არის ის, რაც გონებაში მოდის ისეთი გზით, რომელიც აღემატება მის (გონების)
ბუნებრივ ძალებსა და საშუალებებს, ანუ რომელშიც შესაცნობელი გაცილებით მეტია
გონებაზე... და ეს ხდება მხოლოდ ღმრთისგან, როცა იგი გონებას ჰპოვებს განწმენდილს
ყოველგვარ ნივთიერ ვნებათაგან და მოცულს ღმრთიული სიყვარულით.“
No comments:
Post a Comment