მადლის
სახეების კლასიფიკაციის მცდელობა აღმოსავლეთის ეკლესიის ღვთისმეტყველებს არ
სჩვევია. წმინდა მამებთან ჩვენ ვერ ვხედავთ (ვპოულობთ) ასეთი კლასიფიკაციის
მცდელობას. ამგვარი კლასიფიკაციები ჩნდება დასავლეთში, რეფორმაციის ეპოქაში
კათოლიკებსა და პროტესტანტებს შორის დავების კონტექსტში. თუმცაღა ამ კლასიფიკაციას
არავითარი საფუძველი არა აქვს აღმოსავლეთის ეკლესიის გარდამოცემაში, ჩვენს დროში
იგი შეიძლება ძალზე სასარგებლოც იყოს. კათოლიციზმთან პროტესტანტიზმთან და საერო
ჰუმანიზმთან, რომლებიც შემოჭრილია ღვთისმეტყველების პოლემიკაში ასეთი სქემატიზაცია
ძალზე სასარგებლოა.
ზოგადად
შეიძლება გამოვყოთ მადლის ორი სახე: საყოველთაო მადლი და საკუთრივ საეკლესიო
მადლი.
საყოველთაო მადლი
საყოველთაო მადლი საღვთისმეტყველო წიგნებში ხშირად იწოდება „წინმსწერებ მადლად“ ანუ „განმანათლებელ მადლად“.
მართლმადიდებლური სარწმუნოების შესახებ აღმოსავლელ პატრიარქთა ეპისტოლეში ამ მადლის შესახებ წერია: „იგი იმ სინათლის მსგავსია, რომელიც უნათებს სიბნელეში მავალთ, იგი
წინამძღოლობს, მსწრაფლ ეწევა, მის მძიებლებს, ანიჭებს მათ „ღმრთაებრივი
ჭეშმარიტების შემეცნებას, ასწავლის, ღვთივსათნო სიკეთის ქმნას“. წიმსწრები, ანუ
საყოველთაო მადლი მოქმედებს ღმერთის საყოველთაო განგებულების მეშვეობით, ამიტომაც
მას ზოგჯერ განგებულებით მადლსაც უწოდებენ.
თვით
ღმრთის განგებულებისა და წინმსწრები მადლის მცნებების განსხვავება საკმაოდ რთული
საკითხებია. წინმსწრები მადლი არის ზოგადად ღმრთის განგებულების კერძო ასპექტი. ამ
ორ მცნებას შორის განსხვავება შეიძელბა ამ სახით გამოიხატოს. პირდაპირი
მნიშვნელობით წინმსწრებ მადლში ჩვენ ვგულისხმობთ ღმრთის მადლს არა როგორც
შემოქმედისა, განმგებლისა, არამედ როგორც გამომხსნელს და განმწმენდელს, რომელიც
სხვადასხვა საშუალებებით (ქრისტიანული ქადაგება,
სინაული, და ა.შ) ადამიანის ბუნებისეულ ძალებთან (გონება, სინდისი, თავისუფალი
ნება) თანაქმედებით მოუწოდებს და იზიდავს ქრისტეში
ცხონებისათვის. მისი მოქმდება წინა უძღვის ადამიანის თავისუფლებას- აქედანაა
სახელწოდება : „წინმსწრები მადლი“.
როგორია წინსმწრები მადლის მოქმედება
ადამიანზე? პირველი, ესაა
ადამიანის მოწოდება ცხონებისკენ. ცხონებისკენ მოწოდებას აქვს ორი მხარე. ერთის მხრივ სინანულისაკენ მოწოდება,
საკუთარი ცოდვიანობის გააზრებით, ადამიანში არსებული ბოროტებისგან განთავისუფლების
სურვილით. მეორეს მხრივ ქრისტეს,
სარწმუნოებისაკენ, რომელმაც თავს იდვა წუთისოფლის ცოდვები და ამიტომაც
შეუძლია ცოდვისაგან ხსნა და ცხონება.
იოანე ნათლისმცემლის ქადაგებაცა და უფალი იესო
ქრისტეს სახარებისეული ქადაგებაც იწყება სინანულისკენ მოწოდებით. მაგრამ მარტო სინანულით,
ბოროტისგან განთავისუფლების სურვილით ადამიანი ვერ შეძლებს ღთისკენ მობრუნებას,
საჭიროა რწმენაც. წმინდა პავლე მოციქული ამბობს (ებრელთა მიმართ ეპ. 11.6)
საკმარისი არაა მხოლოდ ღვთისადმი, როგორც სამყაროს შემოქმედისადმი რწმენა, საჭიროა
კიდევ რწმენა იმისა რომ ღმერთი ადამიანებთან თავის დამოკიდებულებას აგებს
ზნეობრივი ურთიერთქმდედების პრინციპზე.
თითონ სინანულისაკენ მოწოდება , რომელიც ხდება
სატანისგან განშორებით, ანუ მტკიცე გადაწყვეტილებით ურთიერთობა შეწყვიტოს ბნელეთის
სამეფოსთან, ხოლო შემდეგ რწმენის აღიარება. რომელიც გამოხატულია ქრისტეს შემდგომ
სარწმუნოების სიმბოლოს კითხვებში. თუმცაღა სინანუილისკენ მოწოდება და დამოძღვრა ,
წმინდა წერილის თანახმად უმეტესად ღმრთისა სულის ცნებების შესახებ რაღაც ცოდნის
უწყებაა ადამიანისთვის.
ამრიგად, წმინდა წერილი გვარწმუნებს იმაში, რომ
ყველაფერს რაც იზიდავს ადამიანს ქრისტესთან შეერთებისკენ, სინანულისა და
რწმენისკენ მიჰყავს იგი, - ყველაფერი ეს არა მარტო ადამიანის ბუნებრივი ძალების და
შესაძლებლობების ქმედებაა, არამედ გულისხმობს წინმსწრებ და ღმრთაებრივი მადლის
ქმედებასაც. სინანულისა და რწმენის ამ საკითხებისგან მადლი თანდათანობით აღვიძებს
ადამიანში ცხონების სურვლს. ადამიანის სულში სინანულისა და სარწმუნოების წარმოშობა
შეადგენს ქრისტეში გონის დასაბამს, ანუ ეს იგივეა რაც მოქცევა ღმრთისაკენ.
წინმსწრები მადლის მეორე ქმდება არის მოქცევა.
მოქცევა, ეს უპირველეს ყოვლისა ადამინის მიერ
ღმრთის წინაშე საკუთარი ცოდვიანობის გაცნობიერებისა და ამ ცოდვიანი მდგომარეობიდან
გამოსვლის სურვლია. ყოველივე შეიძლება ერთი სიტყვით გამოვთქვათ-სინანული. სინანული
ერთის მხრივ, ხოლო მეორეს მხრივ კი სახარებისადმი ქმედითი რწმენაა, რომელიც
გამოხატულია ქრისტეში ერთგულების და მისდამი შედგომის სურვილში, და იწყება
(შინაგან სუბიექტურ მოქცევად). ამ შინაგანი მოქცევის შემდგომ ღმერთი აღასრულებს
„გარეგან მოქცევასაც“ ნათლობის საიდუმლოში.
ნათლობის
საიდუმლოში ადამიანის ღმერთთან შეერთება ასევე წინმსწრები მადლის საშუალებით აღესრულება.
ნათლობის საშუალებით წინმსწრებ მადლს
ადაიანი შეჰყავს ეკლესიაში და ამით მისი ქმედება სრულდება. წინმსწრები მადლი
ატარებს საყოველთაო ხასიათს, მას ეწოდება განსაკუთრებული მადლი, რომელიც მოქმედებს
მხოლოდ ეკლესიაში რომელთან მიახლებასაც ადამიანი ღებულობს ნათლობის საიდუმლოში
საკუთრივ ეკლესიური მადლი
მის
შესახებ აღმოსავლეთის პატრიარქთა ეპისტოლეში ნათქვამია: „შეეწევა რა განამტკიცებს
და თანდათანობით აძლიერებს მორწმუნეებს ღმრთის სიყვარულში“. განასხვავებენ
განმამართლებელი მადლის ორ მოქმედებას: განმართლება და განწმედა. ამ ორ ქმედებას
შორის განსხვავება საერთოდ პირობითია, რამეთუ შეიძლება ითქვას, რომ ღმერთი წმენდს
რა, განამართლებს და განამართლებს რა, წმენდს. ამიტომ მართლმადიდებელ
ღვთისმეტყველებაში აღორძინების შესახებ ხშირად საუბრობენ, როგორც განმამართლებელი
მადლის ერთ ქმედებაზე. თუმცაღა განმართლებასა და განწმედას შორის განსხვავებას
შორის საფუძველი წმ წერილშია. მაგ: კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში ნათქვამია, რომ
ქრისტეს მეძიებელნი მონათლულნი
„განიწმიდნენ და განმართლდნენ საბაოთ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა და
სულისა ღმრთისა ზეცათა“ (1კორ6,11)
ამგვარად,
პავლე მოციქული განასხვავებს ამ ორ ქმედებას: განწმედასა და განმართლებას.
ტერმინი
„განმართლება“ ლათინურში ხშირად მიღებულია იურიდიული მნიშვნელობით, რაც არ
შეესაბამება მის წმიდა მამათეულ მნიშვნელობას. აღმოსავლეთის ღვთისმეტყველებას
განმართლება ესმის, როგორც ადამიანისთვის ქრისტეს სიმართლის ცნობება. ეს არაა
ამინისტია, არც ცოდვილის მართლად გამოცხადება, არამედ ადამიანის რელიგიური
გათავისუფლება ცოდვისგან. ღმრთის მადლი ამ ქმედებით ხსნის სასჯელს პირველქმნილი
ცოდვისთვის და ჩადენილი ცოდვებისთვის.
ადამიანი იწმიდება ცოდვებისაგან და მისი ბუნება აღდგება თავის სისრულეში.
სხვა სიტყვებით, განმართლება –ესაა
ყოველგვარი ბოროტების განადგურება ადამიანში. მიუხედავად ამისა ბოროტების აღხოცვა
ადამიანში საბოლოო მიზანი როდია ქრისტიანულ სრულყოფილებაში, იმიტომ, რომ
ქრისტიანულ ცხოვრებას არააქვს მარტო ბოროტებისგან განთავისუფლების მიზანი, არამედ
იგი გულისხმობს დიდებით შეერთებას ღმერთთან, რომელსაც შეესაბამება განმამართლებელი
მადლის მეორე ქმედება– განათლება.
განმართლებას თან სდევს განათლება ანუ ადამიანისთვის რეალური სიწმიდის ცნობება,
მისი თანაზიარება ქრისტეში ცოვრების მთლიან სისავსესთან. ქრისტესაკენ მიქცევა
გულისხმობს ერთის მხრივ ცოდვებისგან განთავისუფლებას, ხოლო მეორეს მხრივ სიწმიდის
მთელ სისრულესთან თანაზიარებას.
ეკლესიური
მადლი, თავისთავად, არ ამოიწურება მხოლოდ განმამართლებელი მადლით. ჩვენ გვწამს,
რომ ნათლობა წარმოადგენს ახალ ცხოვრებაში შობას, მაგრამ მიუხედავად ამისა ვერ
ვხეადვთ, რომ მონათლული ადამიანები წმიდანებად ხდებოდნენ. ნათლობით ადამიანს
ენიჭება ცოდვათაგან გათავისუფლება, მაგრამ რჩება ცოდვის შედეგი (ე.წ. „ცოდვის
ნესტარი“), როგორც პირველქმნილი, რომელიც გამოიხატება ადამიანის ცოდვისკენ
მიდრეკილებაში ზოგადად, და საკუთარი ცოდვებისადმიც, რაც დაკავშირებულია უსჯულო
უნარ–ჩვევებთან, ჩვეულებებთან და ა.შ. ამიტომ ნათლობის შემდეგ ადამიანი დგას
საკუთარ თავში ცოდვის ამ ნარჩენებზე.
ნათლობაში
ადამიანი ღებულობს ცოდვებისაგან გათავისუფლებას, მაგრამ ამ ცოვებისგან და
ბოროტებისგან თავისუფალ მდგომარეობაში დარჩენა არ შეუძლია. ვინაიდან უსჯულო
ჩვევები იტაცებენ მას ცოდვისკენ. ნათლობისაც იცვლება ადამიანის ბუნების
მდგომარეობა. იგი აღდგება პირველყოფილ სისავსეში, მაგრამ ბუნების ყოფიერების სახე
არ იცვლება. იმიტომ, რომ უსჯულო ჩვევები და ჩვეულებები ნათლობის შემდეგ
განაგრძობენ მოქმედებას. ნათლობისას ადამიანი ეზიარება ღვთაებრივ სიწმიდეს, მაგრამ მას თავად არ შეუძლია ამ სიწმიდით სარგებლობა,
ამისთვის მას სჭირდება გარედან ვინმეს შეწევნა. ასეთი შეწევნა ადამიანს ეცნობება
მადლის სხვა სახის ქმედებით. რომელიც წოდებულია სულიერი ცხოვრების დამბრუნებელ და
აღმადგინებელ მადლად.
No comments:
Post a Comment