Friday, May 31, 2013

მადლის მოქმედება წმიდა საიდუმლოებებში



მთელი საეკლესიო ცხოვრება გამსჭვალულია სულიწმიდის საიდუმლო ქმედებებით. „სულისა წმიდისა მიერ ყოველი სული ცხოველ იქმნების. სულიწმიდითა გამოიხსნების ყოველი. მისა მიერ შთაბერილი ყოველი მსწრაფლ განიძარცვავს ამქვეყნიურს, აღფრთოვანდება, აღორძინდება, ზეაღიტაცება“ (ცისკრის საკვირაო ანტიფონი. ხმა 6). ამიტომ ყოველი საეკლესიო, საზოგადო, თუ პირადი ლოცვა სულიწმიდისადმი მიმართვით იწყება: „მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის...“ როგორც მიწაზე დაცემული წვიმა და ნამი აცოცხლებს, კვებავს და ზრდის ყოველ მცენარეს, ასევე მოქმედებენ სულიწმიდის ძალები ეკლესიაში.
მოციქულთა ნაწერებში სულიწმიდის მოქმედებას ეწოდება „გარდამეტებული ძალა“, „ღმრთეების ძალი“ (2 პეტ. 1,3), „სული ქრისტესი“, მაგრამ ყველაზე ხშირად იგი აღინიშნება სიტყვით „მადლი“. ეკლესიაში შესულნი ვხვდებით მადლის სამეფოში, ჩვენ მოგვიხმობენ, რათა მივეახლოთ „უკუე განცხადებულად საყდარსა მას მადლისასა, რაითა მოვიღოთ წყალობაი და ვპოოთ მადლი ჟამსა შეწევნისასა“ (ებრ. 4,16; აგრეთვე ებრ. . 10-13).
აქვე უნდა ითქვას, რომ მადლის მოქმედება არის სულიწმიდის მოქმედება.
საღმრთო მადლის აუცილებლობა ადამიანის ცხონებისთვის  და როგორ მოვიპოვოთ იგი.
საიდუმლონი

ეკლესიის შიდაცხოვრება საიდუმლოა; იგი ყოველთვის არ შეესაბამება ეკლესიის ისტორიას, რომელიც მხოლოდ გარეგნულ ფაქტებს გადმოგვცემს და განსაკუთრებით მის ამქვეყნიურ ცხოვრებასა და ვნებებთან ჭიდილზე მოგვითხრობს. მის შიდაცხოვრებაში იგულისხმება ქრისტეს, როგორც მისი თავის, და ეკლესიის, როგორც უფლის სხეულის, საიდუმლო ერთობლივი ქმედება სულიწმიდაში, „რომლისაგან ყოველი გუამი შენაწევრებულ და შემტკიცებულ არს“ (ეფ. 4,16); „საიდუმლოჲ ესე დიდი არს; ხოლო მე ვიტყჳ ქრისტესთჳს და ეკლესიისთჳს“, - თქვა პავლე მოციქულმა (ეფ. 5,32).
მაშასადამე, როდესაც მოციქულები ამბობდნენ, რომ ისინი არიან „მნენი საიდუმლოთა ღმრთისანი“: „ესრეთ შემრაცხენინ ჩუენ კაცმან, ვითარცა მსახურნი ქრისტესნი და მნენი საიდუმლოთა ღმრთისანი         (I კორ. 4,1; οίκονομους μιστηριών θεον), მათ მხედველობაში ჰქონდათ თავიანთი მსახურებისა და მნეობის სხვადასხვა სახეები:
ეკლესიაში სახელდება საიდუმლო მიეკუთვნება შვიდ მსახურებას; ესენია: ნათლისღება, მირონცხება, ზიარება-ევქარისტია, სინანული, მღვდლობა, ქორწინება და ზეთის კურთხევა. „ვრცელი მართლმადიდებლ კატეხიზმოთითოეული საიდუმლოს არსს ასე განსაზღვრავს:
ნათლისღებით ადამიანი საიდუმლოდ იბადება სულიერ ცხოვრებაში; მირონცხებით ამაღორძინებელი და განმამტკიცებელი მადლი ენიჭება; ზიარებით სულიერ საკვებს იღებს; სინანული მას სულიერი სნეულებების - ცოდვებისაგან კურნავს; მღვდლობით მიიღება მადლი, რათა სწავლების, ლოცვებისა და საიდუმლოთა საშუალებით სულიერად ააღორძინონ და აღზარდონ სხვები; ქორწინებით ბოძებული მადლი აკურთხევს ცოლ-ქმრობას, ბავშვების ბუნებრივ დაბადებასა და აღზრდას; ზეთის კურთხევის დროს სულიერ სნეულებათაგან განკურნების გზით ხორციელი სნეულებანიც იკურნება“.
უნდა განვასხვავოთ საიდუმლოს „სინამდვილე“ (რომ იგი თავისთავადი, ჭეშმარიტად მადლმოსილი ძალაა) და საიდუმლოს „ქმედითობა“ (თუ რამდენად ღირსია საიდუმლოს მიმღები, მასზე გარდამოვიდეს მადლმოსილი ძალა). „საიდუმლო იარაღია, რომელიც უეჭველად კეთილიისმყოფლად მოქმედებს მასში მონაწილეებზე“. მაგრამ მორწმუნეთა მიერ საიდუმლოთა მიღების შემდგომ მათი განმაახლებელი, მაცხოვნებელი ძალის მოქმედების ნაყოფიერება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ღირსეულად მიეახლება ადამიანი საიდუმლოს; მისმა უღირსად მიღებამ შესაძლოა გამართლება კი არა, სასჯელი გამოიწვიოს. მადლი არ ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას, თავისი მოქმედებით არ ლახავს მას. ხშირად ადამიანები, რომლებიც მონაწილეობენ სარწმუნოებრივ საიდუმლოებებში, არ იღებენ იმას, რისი მიცემაც ამ უკანასკნელთ შეუძლიათ: ან მადლის მისაღებად არა აქვთ გულები გახსნილი, ან არ გაუფრთხილდნენ მიღებულ საღვთო ძღვენს. აი, რატომ ხდება, რომ მონათლულ ადამიანებს, როდესაც ისინი არ ასრულებენ აღთქმებს. რომლებიც მათ (ან ნათლიებმა) დადეს ნათლისღების დროს, არა მარტო ერთმევათ უკვე მიცემული საღვთო მადლი, არამედ ხშირად ისინი ღვთის მტრები, მისი უარმყოფელნი, ურწმუნონი, „განდგომილნიხდებიან და თავიანთ სულს ღუპავენ. ეს ცხოვრებისეული ფაქტები სულაც არ აკნინებს საიდუმლოთა ღირსებას. მათი უდიდესი მონაპოვარია: წმინდანები, მართალნი, სარწმუნოებისათვის წამებულთა დასები, აღმსარებელნი, მოსაგრენი, სასწაულმოქმედნი - ჯერაც ამქვეყნად „მიწიერ ანგელოზებად, ზეციურ ადამიანებადქცეულნი. ეს არნახული მიღწევები, რომლებიც არ არსებობს ჭეშმარიტი ქრისტიანობის გარეშე, მოიპოვება იმ საღვთო, უხილავი მადლის მოქმედებით, რომელიც მიიღება ნათლისღებითა და მირონცხებით, განცხოველდება სინანულითა და წმიდა საიდუმლოთა ზიარებით და ინახება თავმდაბლობისა და შიშის იმ შეგნებით, რომ თითოეულ ქრისტიანში „ქრისტე არის მებრძოლი და გამარჯვებული, თავად იგი მოუხმობს ღმერთს, ლოცულობს, მადლობას აღავლენს და კეთილად ეკრძალვის, ეძიებს ლოცვითა და სიმდაბლით - ყოველივე ამას ქრისტე აღასრულებს. მას უხარია და ზეიმობს, როდესაც ხედავს, თითოეულ ქრისტიანში დამკვიდრებულ რწმენას იმისა, რომ ქრისტეა ყოველივე ამის აღმსრულებელი“.
ნათლისღების საიდუმლო, რომელიც უზრუნველყოფს ეკლესიის შემადგენლობას. ეკლესიის სიწმიდისა და ცხოვრების სისავსისათვის ასევე აუცილებელია დანარჩენი საიდუმლოებანი, რომელთა საშუალებითაც ხდება ცალკეულ მორწმუნეებზე მადლის გადაცემა.













მოკლედ შევეხებით ამ საიდუმლოთა  მადლისმიერ უხილავ მოქმედებებს:
1.            ნათლისღებით ხდება
1.                  მორწმუნის განახლება. ეს ჩანს მაცხოვრის სიტყვებიდან ნიკოდიმოსის მიმართ „მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ამენ, ამენ გეტყვი შენ: უკეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ხელეწიფების ხილვად სასუფეველი ცათაი... მიუგო იესუ და რქუა მას: ამენ, ამენ გეტყვი შენ: უკეთუ ვინმე არ იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა. შობილი იგი ხორცთაგან არს, და შობილი იგი სულისაგან სული არს“ (ინ. 3.3-6). ამიტომ ამბობს პავლე მოციქული: „არა საქმეთაგან სიმართლისათა, რომელნი იგი ვქმენით ჩუენ, არამედ წყალობითა თვისითა მიხსნა ჩუენ, ბანითა მით მეორედ შობისაითა და განახლებისა სულისა წმიდისაითა“ (ტიტ. 3.5)
2.                  ყოველგვარი ცოდვისაგან განწმედა, გამართლება და განათლება.
ეს ჩანს იოანე მახარებლის ზემოთ მოყვანილი სიტყვებიდან და ასევე წმიდა პეტრე მოციქულის სიტყვებიდან: „შეინანეთ და ნათელ–იღეთ კაცად–კაცადმან თქუენმან სახელითა უფლისა იესუ ქრისტესითა მოსატევებელად ცოდვათა“ (საქ.მოც. 2.38). ასევე პავლე მოციქულის მოწმობითაც: „არამედ განიბანენით, არამედ განჰმართლდით სახელისა უფლისა იესუისათა და სულისა ღმრთისა ჩუენისაითა“ (1 კორ.6.11)
3.                  ღმრთის შვილად და ქრისტეს სხეულის ეკლესიის წევრად.
წმ. პავლე მოციქული: „რამეთუ ყოველნი შვილნი ღმრთისანი ხართ სარწმუნოებითა ქრისტე იესოისითა, რამეთუ რაოდენთა  ქრისტეს მიმართ ნათელიღეთ, ქრისტე შეიმოსეთ. არა არს ჰურიაება არცა წარმართება, არა არს მონება, არცა აზნაურება, არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესუის მიერ“ (გალ. 3.26-28). სხვა ადგილზე: „რამეთუ ერთითა სულითა ჩუენ ყოველთა ერთისა მიმართ გუამისა ნათელ–ვიღეთ, გინა თუ ჰურიათა, გინა თუ წარმართთა, გინა თუ მონათა, გინა თუ აზნაურთა; და ყოველთავე ერთისა მიმართ გვისუამს“ (1კორ. 12.13)
4.                  იხსნის ცოდვათათვის მარადიული სასჯელისაგან და იქმს მარადიული სიცოცხლის მემკვიდრეებად: „რომელსა ჰრწმენეს და ნათელ–იღოს ცხოვნდეს; და რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს.“ (მარ. 16.16)
ნათლისღების საიდუმლოს მადლმოსილების შესახებ აღნიშნულია წმიდა წერილის ზემომოყვანილ ადგილებში: ნათლისღება არის „ახალი შობა“, იგი კაცთა ცხოვნებისათვის სრულდება (მრკ. 16,16). ამას გარდა, ნათლისღების მადლმოსილების მნიშვნელობის ასახსნელად მოციქულები თავიანთ ეპისტოლეებში მიუთითებენ, რომ ჩვენ მისი საშუალებით „განვიწმიდებით“, „განვიბანებით“, „განვმართლდებით“, „წარგვეხოცება ცოდვანიდა .. ნათლისღებით ჩვენ „ვკვდებით ცოდვისათვის, რათა განახლებული ცხოვრებით ვიცხოვროთ“, „თანა-დავეფლობით ქრისტესთანდა აღვდგებით მასში. „ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაჲ და თავი თჳსი მისცა მისთვის, რაჲთა იგი წმიდა-ყოს, განწმიდა იგი საბანელითა მით წყლისაჲთა და სიტყვთა“ (ანუ ნათლისღებით, და დადგენილი სიტყვების თანხლებით. ეფ. 5,25-26); „განიბანენით,... განიწმიდენით... განჰმართლდით სახელითა უფლისა იესუჲსითა და სულითა ღმრთისა ჩუენისაჲთა“ (I კორ. 6,11); „თანა-დავეფლენით მას ნათლის-ღებითა მით სიკუდილსა მისსა, რაითა ვითარცა იგი აღდგა ქრისტე მკუდრეთით დიდებითა მამისაჲთა, ეგრეცა ჩუენ განახლებითა ცხორებისაჲთა ვიდოდეთ“ (რომ. 6,4); ნათლისღებას ეწოდა „ბანა მეორედ შობისა“ (ტიტ. 3,5). რაც შეეხება სუბიექტურ მხარეს, ანუ თავად მოსანათლავის სულიერ განწყობას, ამის თაობაზე პეტრე მოციქული მიუთითებს, რომ ნათლისღება არის „გონებისა კეთილისა ტრფიალებაჲ ღმრთისა მიმართ“ (I პეტ. 3,21). ნათლისღების აღსრულებით ხდება ადამიანის შეერთება ეკლესიასთან.
ნათლისღების საიდუმლოს მადლმოსილების შესახებ აღნიშნულია წმიდა წერილის ზემომოყვანილ ადგილებში: ნათლისღება არის „ახალი შობა“, იგი კაცთა ცხოვნებისათვის სრულდება (მრკ. 16,16). ამას გარდა, ნათლისღების მადლმოსილების მნიშვნელობის ასახსნელად მოციქულები თავიანთ ეპისტოლეებში მიუთითებენ, რომ ჩვენ მისი საშუალებით „განვიწმიდებით“, „განვიბანებით“, „განვმართლდებით“, „წარგვეხოცება ცოდვანიდა .. ნათლისღებით ჩვენ „ვკვდებით ცოდვისათვის, რათა განახლებული ცხოვრებით ვიცხოვროთ“, „თანა-დავეფლობით ქრისტესთანდა აღვდგებით მასში. „ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაჲ და თავი თჳსი მისცა მისთვის, რაჲთა იგი წმიდა-ყოს, განწმიდა იგი საბანელითა მით წყლისაჲთა და სიტყვითა“ (ანუ ნათლისღებით, და დადგენილი სიტყვების თანხლებით. ეფ. 5,25-26); „განიბანენით,... განიწმიდენით... განჰმართლდით სახელითა უფლისა იესუჲსითა და სულითა ღმრთისა ჩუენისაჲთა“ (I კორ. 6,11); „თანა-დავეფლენით მას ნათლის-ღებითა მით სიკუდილსა მისსა, რაითა ვითარცა იგი აღდგა ქრისტე მკუდრეთით დიდებითა მამისაჲთა, ეგრეცა ჩუენ განახლებითა ცხორებისაჲთა ვიდოდეთ“ (რომ. 6,4); ნათლისღებას ეწოდა „ბანა მეორედ შობისა“ (ტიტ. 3,5). რაც შეეხება სუბიექტურ მხარეს, ანუ თავად მოსანათლავის სულიერ განწყობას, ამის თაობაზე პეტრე მოციქული მიუთითებს, რომ ნათლისღება არის „გონებისა კეთილისა ტრფიალებაჲ ღმრთისა მიმართ“ (I პეტ. 3,21). ნათლისღების აღსრულებით ხდება ადამიანის შეერთება ეკლესიასთან.
ნათელღებული ადამიანი იწყებს ადრინდელი, ძველი მყოფობის სანაცვლოდ ახალ არსებობასა და ცხოვრებას, ხდება ღვთის შვილი, ქრისტეს სხეულის - ეკლესიის ნაწილი და მარადიული ცხოვრების მემკვიდრე


მადლის ყველა ეს ქმედება ნათლისღების საიდუმლოში ერთმანეთისგან განუყოფელია.

2. მირონცხების საიდუმლოს მთავარი უხილავი მოქმედება მდგომარეობს იმაში, რომ მორწმუნეს ანიჭებს სულიწმიდის ნიჭებს. ეს ჩანს ლუკა მახარობლის სიტყვებიდან: „ესმა რაი უკუე მოციქულთა, რომელნი იყვნეს იერუსალიმს, რამეთუ შეიწყნარეს სამარიას სიტყუაი ღმრთისაი,  მიავლინეს მათდა პეტრე და იოვანე, რომელნი იგი ვითარცა მივიდეს , ლოცვა ყვეს მათთვის, რაითა მიიღონ სული წმიდაი. რამეთუ მუნამდე არ იყო არცა ერთსა მათსა მათგანსა ზედა მოწევნულ სული წმიდაი, გარნა ბანილ ხოლო იყვნეს სახელითა უფლისა იესუსითა. მაშინ დასხმიდეს ხელთა მათ ზედა და მიაქუნდა სული წმიდაი“. ასევე პავლე მოციქულიც: „ და დასხმიდა ხელთა პავლესაითა მათ ზედა მოვიდა სული წმიდაი, იტყოდეს ენათა და წინასწარმეტყუელებდეს“ (საქ.მოც. 8.14-17;19.6). სულიწმიდის ნიჭები, რომლებიც მირონცხებით გვენიჭება, ესაია წინასწარმეტყველის სიტყვებით შვიდია: „დაივანებს მასზე უფლის სული, სული სიბრძნისა და გონიერებისა, სული რჩევისა და სიმხნევისა, სული შეგნებისა და უფლის შიშისა, სული სათნოებისა“ (ეს.11.2), რომელთაგან სამი უმეტესად განეკუთვნება გონების განათლებას, ოთხი – დარიგებას და ნების სიკეთეში განმტკიცებას. მირონცხება გვანიჭებს სულის მადლს.
1. განმანათლებელს და რწმენის ჭეშმარიტებებში განმაბრძნობელს: „და თქუენცა ცხებულებაი იგი, რომელი მიიღეთ მისგან, თქუენ თანა ჰგიეს და არა გიხმს, ვითარმცა ვინ გასწავლა თქუენ, არამედ თვით იგივე ცხებულებაი გასწავებს თქუენ ყოვლისათვის. და ჭეშმარით არს და არა არს ტყუივილ; და ვითარცა იგი გასწავა თქუნ, ეგენით მათ ზედა“ (1ინ.2.27).
2. სათნოებებში განმამტკიცებელსა და ამაღორძინებელს: „რომელმან–იგი განმამტკიცნა ჩუენ თქუენ თანა ქრისტეს მიმართ და ცხებულ გუყვნა ჩუენ ღმერთმან, და აღგუბეჭდნა ჩუენ და მომცნა წინდი იგი სულისაი გულთა შინა ჩუენთა“ (2კორ.2.21-22) „და ნუ შეაწუხებთ სულსა წმიდასა ღმრთისასა, რომლითაცა იგი აღიბეჭდენით დღედ გამოხსნისა“. (ეფ. 4.30)

3. ზიარება – ევქარისტია
ჩვენ გვრწამს, რომ ევქარისტიის საიდუმლოს აღსრულებისას ტრაპეზზე დაბრძანებული ძღვენი – პური და ღვინო სულიწმიდის გარდამოსვლით გონებისათვის მიუწვდომელი გზით მართლაც გარდაიქმნება ქრისტეს ხორცად და სისხლად, თუმცა გარეგნულად ხორციელი თვალისათვის  პური და ღვინო უცვლელი რჩება. აღნიშნულ რწმენას, რომ ნაკურთხ ძღვენში უხილავად მყოფობს იესო ქრისტე საფუძველი გააჩნია წმიდა წერილსა და საღვთო გადმოცემაში.
1) მაცხოვრის აღქმის სიტყვებიდან ევქარტიის  შესახებ (ინ.6.27-28), რომელიც პირდაპირი აზრით ესმოდათ, როგორც იუდეველებს: „მე ვარ პური ცხოველი, რომელი ზეცით გარდამოვხედ. უკეთუ ვინმე ჭამდეს ამის პურისაგან, არა მოკუდეს, არამედ ცხოვნდეს უკუნისამდე და პური, რომელი მე მივსცე , ხორცი ჩემი არს, რომელსა მე მივსცემ ცხოვრებისათვის სოფლისა. ილალვიდეს ურთიერთარს  ჰურიანი და იტყოდეს: „ვითარ–მე ხელ–ეწიფების ამას მოცემად ჩუენდა ხორცი თვისი ჭამად?“ (ინ 6.51,52). ასევე მის მოწაფეებსაც „ფიცხელ არს სიტყუაი ესე ვის ხელ–ეწიფების სმენად მისა? (ინ.6.60). რასაც მაცხოვარი არ შეწინააღმდეგებია, პირიქით იმავე აზრით განაგრძო თავისი სიტყვა: „ჰრქუა მათ იესუ: ამენ, ამენ გეტყვი თქუენ, უკეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისაი და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხოვრებაი თავთა თქუენთა. ხოლო რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხოვრებაი საუკუნოი, და მე აღვადგინო იგი უკუანაისკნელსა მას დღესა“.
2) საიდუმლო სერობის აღწერისას მათე, მარკოზ და ლუკა მახარებლები ამბობენ, რომ მაცხოვარმა აიღო პური, აკურთხა, განტეხა, დაურიგა მოწაფეებს და თქვა: „ ესე არს ხორცი ჩემი თქუენთვის მიცემული, ამას ჰყოფდით მოსახსენებელად, ასევე სასმელი შემდგომად სერობისა თქუა: „ესე სასუმელი – ახალი სჯული სისხლისაი მისად თქუენთვის დათხეული“ (რ. 2219, მთ 26 26 მრ 14 22) მაცხოვრის სიტყვების პირდაპირი პირისაგან გადახვევისათვის აქაც არ არის საფუძველი.
3) მსოფლიო საეკლესიო კრებათა სწავლებაც ევქარისტიისა საიდუმლოს შეასხებ  ამასვე მოწმობს. ასე მაგალითად, ნიკეის 1 მსოფლიო საეკლესიო კრების მამები აღიარებდნენ:“ საღმრთო ტრაპეზზე ჩვენ არ უნდა ვხედავდეთ ნხოლოდ დადებულ პურსა და ბარძმით ღვინოს, არამედ უნდა ავმაღლდეთ გონებით  და რწმენით შევიმეცნოთ, რომ წმ. ტრაპეზზე წევს „ტარიგი ღმრთისაი, რომელმან აიხუნეს  ცოდვანი სოფლისანი (ინ.1,29), რომელიც  მსხვერპლად შეიწირვის მღვდელმსახურის მიერ და ჭეშმარიტად  ეზიარება მის წმინდა  ხორცსა და სისხლს. უნდა ვირწმუნოთ რომ ეს არის ჩვენი აღდგომის ნიში“
ზემოთ აღწერილი სწავლების საფუძველზე განისაზღვრება სახე და შედეგი უფლის ევქარისტიულ ძღვენში მყოფობისა.
1.                  ევქარისტულ ძღვენში არა მარტო ქრისტეს ხორცი და სისხლია, არამედ ღვთის სულიც მყოფობს მასში, ვინაიდან ის განუყოფელია ჰიპოსტასური შეერთებით  ადამიანურ ბუნებასთან.
2.                  მიუხედავად იმისა, რომ მორწმუნეთა საზიარებლად წმ. პური განიტეხების და განიყოფის მრავალ ნაწილად და ეს აღესრულება  მრავალ ადგილსა  და სხვადასხვა დროს, მაგრამ თითოეულ ამ ნაწილში  უხილავად მყოფობს ქრისტე თავისი სრული ბუნებით. ამიტმ წმინდა ეკლესია  წარმოსთქვამს სიტყვებს: „განიტეხების და განიყოფის ტარიგი ღვთისა, რომელი განიტეხების  და არაგანიყოფის, მარადის იჭამების და არა დაილევის, არამედ მაზიარებელთა განწმენდს.“

სინანულის საიდუმლოს  მადლისმიერი უხილავი მოქმედების შედეგია:

1)   უშუალო–ცოდვათა მიტევება და გამრავლება „უკეთუ ვინმეს მიუტევნეთ ცოდვანი, მიუტენენ მათ და უკუეთუ ვიეთმინე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ“ (ინდ 20 23)
2)   ღმერთთან შერიგება „და მიუგო თავისსა, თქუა: რაოდენთა სასყიდლით–დადგინებულთა მამისა და ჩემისათა ჰმატს პური და აქა სიყმილითა წარწყმდები. აღვდგე და წარვიდე მამისა ჩემისა და ჰრქუა მას, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა, და არღარა ღირს ვარ მე წოდებად ძედ შენდა, არამედ მყავ მე ვითარცა  ერთი  მუშაკთაგანი და აღდგა  და მივიდა  მამისა თვისისა...,და რქუა მას.., რქუა მამამან მისმან მონათა თვისთა . გამოიღეთ სამოსელი პირველი და შეჰმოსეთ შეაცუთ ბეჭედი ხელსა მისსა და ხამლნი ფერხთა მისთა და მოიბთ ზუარაკი წამებული და დაკალთ და ვჭამოთ და ვიხარებდეთ, რამეთუ ძე ესე ჩემი მომკუდარი იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა“.(ლკ15, 17-24)
3)   ცოდვათათვის მარადიული სასჯელისაგან განთავისუფლება და  მარადიული ხსნის სასოების მინიჭება:(ლკ.19,7-9,23,42,43): „და იხილეს ყოველთა და დრტვინვიდეს და იტყოდეს, ვითარმედ. ცოდვილისა კაცისა თანა შევიდეს  დადგომად..., ჰრქუა მას იესუ: „დღეს იქმნა ცხოვრებაი სასახლისაი ამის, რამეთუ ესეცა შვილი აბრაამისი არს“.
      უნდა უწყოდეთ რომ მადლის მოქმედება იმდენად ფართო და ძლიერია ამ საიდუმლოში , რომ არ არსებობს ცოდვა , რომლის მიტევებაც არ შეეძლოს უფალს, თუკი მორწმუნე გულწრფელად შეინანებს მას  უფლის წინაშე ცოცხალი რწმენითა და მიტევების სასოებით.“ წყალობა მნებავს და რა მსხვეპლი“(მთ.9,13), რამეთუ არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა“, „რამეთუ მოვიდა ძე კაცისა  ცხოვრებად წარწყმედულისა „(მთ.18.11) „ესრეთ არს ნებაი  მამისა თქუენისა ზეცათაისა, რაითა არა წარწყდეს ერთი მცირეთა ამათგანი“(მთ.18 14)
ე) ზეთის კურთხევის საიდუმლოს უხილავი მადლისმიერი მოქმედება ჩანს:
1)           სხეულის უზლურების განკურნებაში  ხორციელად უძლურთათვის არის პირველ რიგში ზეთისკურთხევის  საიდუმლო, ამიტომ მათი განკურნება არის ამ საიდუმლოს პირველი მადლისმიერი ნაყოფი, როგორც მოციქული ამბობს: „უძლურ თუ ვინმე  არს თქუენ შორის, მოუწოდენ ხუცესთა ეკლესიისა  და ილოცონ მის ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა  უფლისაითა და ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი და აღადგინოს იგი უფალმან“ (იაკ. 5,14,15). თუმცა, კი განკურნება ყოველთვის არ ხდება, განვიხილოთ შემთხვევები.
ა) ზოგჯერ ხდება ავადმყოფის სრული თანდათანობითი გამოჯამრთელება
ბ) მძიმე ავადმყოფი ღებულობს  ავადმყოფების დროებით შემსუბუქებას, სიმტკიცეს და უძლურების ატანის უნარს. ესეც ზეთისცხების მიზანია, ვინაიდან ბერძნული ზმნა „egeirw” აღნისნავს არმარტო აღდგენას, არამედ აღზნებას, აღფრთოვანებას  განმტკიცებას.
გ) ზოგჯერ კი არავიტარი კურნება არ ხდება. ალბათ იმავე მიზეზით,  როგორც ზიარებულნი, ნაცვლად მაცხონებელი ნაყოფისა, „დასაშჯელად თავისა თვისისა ჭამს და სუამს“ (1კორ 11,29). ანუ თავისი უღირსებისათვის, იესო ქრისტეს ცოცხალი რწმენის უქონლობისა და გულსატიკობისათვის.
დ) ღვთისაგან ყოველი ავადმყოფის უცილობელი კურნების მოთხოვნა არ შეიძლება ვინაიდან, თუ ყოველთვის განვიკურნებით, აღარც მოვკვდებით, რაც ღვთაებრივი განგებულებით შეუძლებელია, რადგან სიკვდილით ადამიანი განიძარცვება ცოდვილი მკვდარი სხეულისაგან, (და ) რათა შეიმოსოს უხრწნელი. ამიტომ ზეთისცხებისას უნდა მივენდოთ უფალს. მან უკეთ უწყის, რა გვესაჭიროვება––კურნება და სიცოცხლის განგრძობა თუ მისი დროული შეწყვეტა „ღვთისათვის სათნი შეყვარებულ იქნა და ცოდვილთა სორის მცხოვრები წაყვანი იქნა“, „ რადგან სიგლახისკენ ლტოლვა სიკეთეს აბნელებს და უმანკო გონებას რყვნის ვნებათა ღელვა“ (სიბ.სოლ. 4,10,12)
2) სულიერ უძლურებათა კურნება. იაკობ მოციქულმა უძლურის ზეთით   ცხების შესახებ თქმულს დაუმატა „დაღაცათუ ცოდვაი რაიმე ექმნეს, მო–ვე–ეტეოს მას“ (იაკ.5,15) ამ პირობითი გამოთქმით, მოციქული, ცხადია, გულისხმობს, რომ ავადმყოფმა ზეთისკურთხევამდე უკვე ისარგებლა ცოდვათაგან განწმენდის სხვა საშუალებით––სინანულის საიდუმლოთი, სხვაგვარად უძლურის უცოდველად წარმოდგენა არ შეეძლო: „უკეთუ ვთქუათ,  ვითარმედ ცოდვაი არა გვაქუს, თავთა თვისთა ვაცდუნებთ და ჭეშმერიტებაი არ არს ჩვენთანა“ (1ინ.1,8) და დღეინდელ დღემდე, მართმადიდებელ ეკლესიაში ყოველი, რომელიც მიეახლება ზეთის: კურთხევის საიდუმლოს, წინასწარ წმენდს თავს ცოდვათაგან მოძღვართან აღსარებით. მაგრამ, ვინაიდან მძიმე ავადმყოფობისას, როცა ჩვეულებრივ ითხოვენ ზეთისცხებას, ადამიანს არ ძალუძს, სხეულებრივი და სულიერი უძლურებით, ცოდვათა ჭეშმარიტი, სრული სინანული და არ შეუძლია საერთოდ შეასრულოს ის პირობები,  რაც მოეთხოვება ჩვეულებრივ  მონანულს ცოდვათა მიტევებისათვის; რადგან ზოგი ცოდვა უძლურების გამო შეიძლება არასრულად მოინანიოს, სხვები–დაავიწყდეს; ზოგი ცოგვა, განსაკუთრებით მძიმე, აღსარების შემდეგაც შეიძლება აწუხებდეს სინდისს, ამიტომ ყოვლადმოწყალე ღმერთმა, საკუთრივ ამგვარი ავადმყოფობისთვის, მოგვანიჭა სულიერ უძლურებათა კურნების საშუალება–ზეთისკურთხევის საიდუმლო. დაუძლურებული ავადმყოფისთვის ღვთის წინაშე შუადმგომლობს მთელი ეკლესია და რწმენის ლოცვით შესთხოვს ცოდვათა მიტევებასა და სინდისის გაწმენდას ყოველგვარი ბიწიასგან.
ვ) ქორწინების საიდუმლო (ჯვრისწერა) : მადლის უხილავი მოქმედება, რომელიც ჯვრისწერის საიდუმლოს აღსრულებისას გადაეცემა დაქორწინებულებს, მდგომარეობს იმაში, რომ ის, მოციქულის სიტყვით, ცოლ–ქმრულ კავშირს აქცევს დიდ საიდუმლოდ; ვინაიდან აქცევს მას ქრისტეს ეკლესიასთან საიდუმლო კავშირის სახედ: „საიდუმლო ესე დიდ არს; ხოლო მე ვიტყვი ქრისტესთვის და ეკლესიისა“ (ეფ.5.32) და მასასადამე მადლი:
1.ანათებს, ანათებს ასულიერებს ცოლქმრულ კავშირს. ამიტომ წმ. პავლე მოციქული საუბრობს რა ქრისტიანულ ქორწინებაზე, ამბობს: „პატიოსან არს ქორწილი ყოვლითავე და საწოლი სეუგინებელ“ (ებრ.13.4) და მცნებად აძლევს: „რამეთი ესე არს ნებაი ღმრთისაი, სიწმიდე ეგე თქუენი, განშორებად თქუენდა სიძვისაგან, ცნობად კაცად–კაცადსა თქუენისა თავისა თვისისა ჭურჭელი მოგებად სიწმიდით და პატივით“ (1თეს.4.3,4)
ორი პიროვნების შეერთებას ამტკიცებს ურღვევი კავშირით, ვინაიდან დაურღვეველია ქრისტეს ეკლესიასთან კავშირი: “აჰა, მე თქუენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა” (მთ. 28. 20). ქრისტიანული ქორწინებისთვის უნდა შევიმეცნოთ: “აწ უკვე რომელნი-იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებს” (მთ.19.6), ვინაიდან აუღლებს არამარტო ძველაღთქმისეული ქორწინების კავშირით, არამედ მადლით, რომელსაც ანიჭებს ახალაღთქმისეულ საიდუმლოში.
  2. ეხმარება მეუღლეებს მთელი ცხოვრების განმავლობაში, წმიდად აღასრულონ ცოლქმრული მოვალეობები, გააჩინონ და არზარდონ შვილები-ეკლესიის მომავალი წევრები, ყოველ კეთილ საქმეში დაეხმარონ ერთმანეთს და დაიცვან თავი უკანონო და ღვთისაგან აკრძალული კავშირებისაგან. Mხოლოდ ასე ხდება გასაგები პავლე მოციქულის დარიგებანი: “ვითარცა ეკლესია დამორჩილებულ არს ქრისტესა, ეგრეცა ცოლნი-თვისთა ქმართა ყოვლითა. ქმართა გიყუარდეთ ცოლნი თვისნი, ვითარცა ქრისტემან შეიყვარა ეკლესია და თავი თვისი მიცა მისთვისრომ არა ღვთის მადლყ, ასეთი ამაღლებული მიზნისკენ სწრაფვას ვერ შეძლებდა ადამიანი.
  ) მღვდლობის საიდუმლოს უხილავი მოქმედება მდგომარეობს იმაში, რომ ხელდასხმითა და ლოცვით ხელდასასხმელს გადაეცემა მისი მომავალი მსახურების შესაბამისი ღვთაებრივი მადლყ-მღვდლობის მადლი. Aმის შესახებ საუბრობს პავლე მოციქული: ,,ნუ უდებ-ჰყოფ,რომელ ეგე არს შენთანა მადლყ, რომელი მოგეცა შენ წინასწარმეტყველებითა, დასხმითა ხელთა ხუცობისათა”(1 ტიმ. 4. 14), ,,რომლისათვის მოგახსენებ შენ განცხოველებად მხურვალედ მადლსა მას ღმრთისასა, რომელ არს შენ თანა დასხმითა ხელთა ჩემთათა”(2 ტიმ. 1.6) ასევე (საქ.მოც.20.28)
   ქალკედონის 1V მსოფლიო  კრების წმ. Mამები საუბრობენ ამ მადლის ფულით გაუცემლობის შესახებ. ,,თუ ვინმე ეპისკოპოსმა ფულით შეასრულოს ხელდასხმა და ამგვარად, ვაჭრობის საგნად აქციოს მადლყ, რომელიც არ იყიდება,…, ვისაც ამის ქმნა ემხილოს, მას ჩამოერთვას ხარისხი ხელდასხმულნი კი ჩამოერთვათ ხელდასხმით მიღებული პატივი და მოვალეობა.”(ქალკ.1Vკრ. .2)
  უნდა ითქვას, რომ თუმცა მღვდლობის მადლი ერთია, მაგრამ სამღვდელო იერარქიის შესაბამისად ის ხელდასხმულთ გადაეცემა სხვადასხვა ხარისხით, მითვე განესაზღვრებათ სამსახურო მოვალეობა სასულიერო პირი ერთი და იმავე სასულიერო წოდებაში ორჯერ არ შეიძლება იკურთხოს. E იკრძალება პავლე მოციქულის ზემოთ მოყვანილი ნათქვამიდან და ასევე მოციქულთა 68, ასევე კართაგენის კრების 36 და 59 კანონებით ,,ხელ-დასხმის შესახებდა მასში მხილებული განკვეთილი იქნება სამღვდელო დასიდან.

მაქსიმე აღმსარებლის შეხედულება საღმრთო მადლის შესახებ

ჩვენ ზემოთ აღვნიშნეთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. მამები მადლის შესახებ სწავლებას დეტალურად არ განიხილავენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი საერთოდ არ ეხებოდნენ ამ საკითხს. საილუსტრაციოდ მოგვყავს წმ. მაქსიმე აღმსარებლის შეხედულება კაცობრიობაში სულიწმიდის მადლის  გამოვლინების თაობაზე:


საეკლესიო ღვთისმეტყველების უდიდესი ძგლი „საღვთო წერილის სხვადასხვა სირთულის შესახებ“, რაც წმ. მაქსიმე აღმსარებელს ეკუთვნის დარაც მან სათნადო კითხვებზე პასუხების სახით გაუგზავნა ცნობილ ხუცესსა და იღუმენს თალასის, მრავალ არსებით საკითხს ეხება. მათგან ერთერთი უმნიშვნელოვანესია მაქსიმესეული განმარტება კაცობრიობასთან სულიწმიდის კავშირის შესახებ. დიდი მოძღვარი აღნიშნავს სულიწმიდის სამგვარი გამოვლინებას.
მისი განჩინებით, სულიწმიდა, ერთის მხრივ, მარტივად მყოფობს ყველაში  და ყველაფერში. განსაკუთრებით კი–მოაზროვნე ქმნილებებში. ეს „მარტივი მყოფობა“  სულიწმიდისა ნიშნავს არსთა არსებობის შემამტკიცებლობას, მათ განჭოლვას წინაგანგებითი ძალით, მათში ბუნებითად შთათესილი უნარის, მათ ბუნებისეულ თესლთა ანუ მათი ბუნებიდან მომდინარე მართებული აზრების ამოქმედებას, რისი შედეგიცაა თვით უკიდურეს ბარბაროსებში და მომთაბარეებში სიკეთისა და მშვენიერების (ეს ორი მცნება ბერძნულში გაერთიანებულია ერთ ტერმინად: მშვენიერკეთილობა ანუ კეთილმშენიერება) მრავალგზისი გამოვლინება. ყველა ამგვარ გამოვლინების წყარო და სათავე სწორედ სულიწმიდაა.
მეორეგვარი გამოვლინება სულიწმიდის მადლისა სახეზეა იმათ შორის, რომლებსაც რჯული აქვთ, რომლებიც რჯულს არიან შედგომილნი. შესაბამისად, სულიწმიდის მადლის მეორეგვარი გამოვლინება არის, ერთის მხრივ რჯულმდებლობითი და მცნებათდამცველობითი ანუ მამხილებლობითი მცნებათა დარღვევისათვის, მეორეს მხრივ კი–ქრისტესეულ საიდუმლოთა წინამაუწყებლობითი და ქრისტესმიერი სისრულის მეცნიერებით განმასხივოსნებლობითი. ამგვარი მეცნიერების მფლობელნი წადიერად გადადიან ძველიდან ახალზე. აჩრდილისებრიდან –საიდუმლოებითზე ანუ ჭეშმარიტზე.
მესამეგვარი გამოვლინება სულიწმიდისა საკუთრივ ქრისტიანულია ანუ ეს გამოვლინება აღესრულება ქრისტიანთა შორის, რაც (გარდა ზემოთთქმული სიკეთეებისა) გულისხმობს ყველაზე არსებითს–ღვთის შვილობის, ღვთისადმი ძეობილობის მადლისმიერ საბოძვარს მათთვის სარწმუნოების მიერ, ანუ მათში სულიწმიდის. სულიწმიდისეული სიბრძნის შთამკვიდრებულობას (ესაა „განმაღმრთობელი შთამკვიდრებულობა“). მათდამი როგორც თავისიანებისადმი გაზრხებას სულიწმიდისას მარტივი და უნივთო ცოდნის გზით, სულიწმიდის მიერ მათი გონების გარდაქმნას ანუ განღმრთობისაკენ გონებითად მათ  დასახვას, დატვიფრვას, გადატვიფრვას (გელათური ტერმინი „გადატვიფრვაი“ კარგად ესადაგება აღნიშნულ მოვლენას) ზენა უხრწნელი აზრების მიერ:
     რა არის „რამეთუ შენი უხრწნელი სული არის ყველაში, ამიტომ დაცემულებს მცირე მცირედ ამხილებ“ (სიბრძნ.სოლ.12,2,1, 4)? თუკი [სოლომონი] ამას ამბობს ულიწმინდის შესახებ, მაშინ როგორღა არ შედის უგნურ გულში სიბრძნე, როგორღა არ მკივდრდება ისი იმ სულსი, რომელიც ცოდვებს არის დაქვემდებარებული? ამაზე იმიტომ სევნისნეთ, რომ მარტივად თქვა მან „ყველაში“.
     პასუხი:
      სულიწმინდა არ არის განშორებული არცერთი არსისგან, განსაკუტრებით კი იმათგან, რომლებსაც რაღაცნაირად თნაზიარება აქვთ აზროვნებასთან, რადგან სულიწმინდა ყოველი მათგანის არსებობის სჰემამტკიცებელია, არის რა იგი ღმერთი და სული ღვთისა. წინაგანგებითი ძალით ყოველთვის გამჭოლი და თითოეულში ბუნებითად არსებულიი უნარის ამამოძრავებელი, რისი მეშვეობითაც ბუნების რჯულის საწინააღმდეგო ცოდვილ ნამოქმედართა განცდამდე მიჰყავს მას ის,ვინც ამას შემგრძნობია, და ვისაც ადვილად დამყოლი არჩევანი აქვს ბუნებისგან მომდინარე მართებული აზრების მოსაგებად. ამოტონაც მრავალს აღმოვაჩენთ უკიდურესად ბარბაროსულ და მომთაბარე ადამიანთაგან, რომლებიც კეთილმშვენიერებას განიკუთვნებენ და ძველთაგანვე მათ შორის გაბატონებულ მხეცურ კანონებს უკუაგდებენ. აი, ამგვარად არის ყველაში მარტივად სულიწმინდა.
      ამასთან, განსაზღვრული აზრით  და სხვაგვარი გაგებით. იგი არის ყველა რჯულის მქონეში როგორც რჯულმდებელი  და სამომავლო საიდუმლოთა წინასწარმაუწყებელი, შთაუნერგავს რა მათ, ერთი მხრივ, მცნებათა დარღვევის განცდას, მეორე მხრივ კი– წინასწარნაუწყები ქრისტესმიერი სისრულის მეცნიერებას. ამოტომაა, რომ ამათგანაც ბევრს აღმოვაჩენთ, რომლებიც ტოვებენ ძველსა და  აჩრდილში მდებარე მსახურებას, წადიერად გადადიან რა ახალსა და საიდუმლოებითზე.
      ზემოთქმულ  გვარეობათა გარდა იგი არის იმასიც, რომლებმაც სარწმუნოებითად იხვედრეს საღვთო და ჭეშმარიტად ღმერთმყოფელი სახელი ქრისტესი, ხოლო არის იგი მათში არა მხოლოდ როგორც დამცველობითი, როგორც წინაგანგებითად აღმძვრელი ბუნებითი სიტყვისა ან როგორც წარმომჩენი მცნებათა  დარღვევისა და დაცვისა ან კიდევ როგორც განმაცხადებელი ქრისტეს შესახებ წინასწარ უწყებისა, არამედ, აგრეთვე, როგორც შემქმნელი სარწმუნოების მიერ მადლისმიერად ბოძებული ძეობილობისა, რადგან იგი, როგორც სიბრძნის დამბადებელი, მხოლოდ იმათში მყოფობს, რომლებმაც  სულიერადაც და სხეულებრივადაც განიწმინდეს თავი მცნებათა ზედმიწევნითი ღვწით. ამათ, როგორც თავისიანებს, მარტივი და უნივთო ცოდნის გზით ეზრახება იგი და გონებას მათსას განღმრთობისაკენ დასახავს გამოუთქმელ (საიდუმლოთა) უხრწნელი აზრებით.
ამრიგად, ერთი მხრივ, სულიწმინდა ყველაში არის მარტივად, რამდენადაც ყველას შემამტკიცებელია იგი და წინაგამგებელი, ამასთან – ბუნებისეული თესლთა ამამოძრავებელი. მეორე მხრივ, განსაზღვრული აზრით იგი არის ყველა იმათსი, რომლებიც რჯულისი არიან, როგორც გამომააშკარავებელი მცნებათა დარღვევის და გამასხივოსნებელი ქრისტეს შესახებ წინასწარ ნაუწყები აღთქმისა. კიდევ, იგი არის ყველა ქრისტიანში და არის არა მხოლოდ იმგვარად, როგოც უკვე ითქვა, არამედ აგრეთვე – როგორც შვილმყოფელი. ამასთან, იგი როგორც სიბრძნის დამბადებელი, ზემოთქმულთაგან არცერთში არ არის მარტივად, იმათ გარდა, რომლებიც გონიერნი არიან და რომლებიც საღვთო  მოღვაწეობის გზით თავიანთ თავს მისი განმაღმრთბელი შთამკვიდრების ღირსად გამოაჩენენ, რამეთუ ყველა ის, ვინც არ არსი საღვთო ნებათა მქნელი, თუნდაც რომ მორწმუნე იყოს, უგნური გულის მქონეა, როგორც უკეთურ აზრთა სამჭედლოსი. მისი სხეული კი ცოდვას არის დაქვემდებარებული, როგორც მთლიანად მოცული ბნებათა სიბილწეებით.

No comments:

Post a Comment