Friday, May 31, 2013

წარმართობიდან ქრისტიანობამდე


წარმართობიდან ქრისტიანობამდე

დავიწყოთ იქედან რომ : სომეხთა და ქართველთა, რანთა და მოვაკნელთა, Hერთა და ლეკთა, მეგრელთა და კავკასიანთა ამათ თვისთა ერთი იყო მამა, სახელით თარგამოს. ესე თარგამის იყო ძე თარშისი, ძმისწული იაფეტისი, ძისა ნოესი. . . და წამოვიდა ესე თარგამის ნათესავითურთ მისით და დაემკვიდრა ერთა მათ მთათა შუა კაცათშეუვალთა, არარატსა და მასისსა. ხოლო დღევანდელი საქართველოს ტერიტორია დაახლოებით არის ის ტეროტორია, რომელიც თარგამოსმა რვა შვილთაგან ორს ქართლოსსა და ეგროსს გაუნაწილა. ქართლოსს აღმოსავლეთ საქართველო ერგო, რომელსაც შემდგომ ქართლი ეწოდა. ეგროსს კი დასავლეთ საქართველო, რომელსაც მოგვიანებით ეგრისი ეწოდა.
ამ პერიოდში თარგამიანნი, ანუ ქართველები ხარკს უხდიდა და ემორჩილებოდა ნებროთს რომელი იყო პირველი მეფე ყოვლისა ქუეყანისა (.მროველი), რომელმაც რამდენიმე წლის შემდეგ დაუმორჩIლებლობა გამოუცხადა და ომშიც  დაამარაცხა. ხოლო თარგმანის შვილმა- ჰაოსმა ნებროთი მოკლა. მაშინ ჰაოსმა თავისი თავი მეფედ გამოაცხადა ძმათა თვისთა ზედა და სხუათაცა ნათესავთა ზედა, მახლობელთა საზღვართა მისთასა. (ლეონტი მროველი)
. მრეველის ქართლის ცხოვრებიდან ვგებულობთ რომ პირველად, როდესაც ქართლოსმა ააშენა ციხე-სიმაგრე მთაზე მტკვრისა და არაგვის შესართავთან, მანამდე ამ მთაზე არსებობდა თურმე არმაზის კერპი
მოკვდა ქართლოს და მისმა ცოლმა გაჰყო ხუთივე შვილი და თითოეულს მისცა თავიანთი სამყოფელი ქართლოსის სამეფოდან. და ბრძანებს ლეონტი მროველი: და მას ჟამსა დაივიწყეს ღმერთი, დამბადებელი მათი, დაიქმნეს მსახურ მზისა და მთვარისა და ვარსკვლავთა ხუთთა, და მტკიცე და უფროსი საფიცარ მათი იყო საფლავი ქართლოსისი. ამ სიტყვებიდან ვგებუობთ რომ ანტიკურ ხანაზე უფრო ადრე არსებობდა თაყვანისცემა საქართველოში. მნათობთა თაყვანისცემის საკითხს ჩვენ კიდე შევეხებით. მანამდე ყურადღება მინდა შევაჩერო იმაზე თუ რა ბედი ეწია ქართლისიანებს და მას შემდეგ რაც დაივიწყეს შემოქმედი ღმერთი და კერპთაყვანისცემა დაიწყეს. ხაზარებმა სასტიკად დაამარცხეს თარგამოსიანნი. შემდეგ ისინი ხაკს უხდიდნენ ხაზარებს და ემორჩილებოდნენ მათ.
როგორც მოგეხსენებათ, ქართველთა წარმართობის შესახებ ცნობები შენახულია ერთი მხრით უცხო ერთა ისტორიულ-ლიტერატურულსა და გეოგრაფიულს თხზულებებში, ასევე ქართულ საისტორიო და ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებში, ასევე სახალხო თქმულებებში, ზნე-ჩვეულებებში და რწმენაში.
მე მგონი ძნელი არ არის იმის დაჯერება, რომ ხაზართ გამარჯვება იყო ღვთის რისხვა ზნეობრივად და სულიერად დაცემული ხალხის მიმართ.
ბერძენ რომაელ მწერლებისათვის უკვე პირველი საუკუნიდან ცნობილია არმაზის ციხედ წოდებული ტაძრის შესახებ.
ქართველების უძველესი რწმენით, მთელი ბუნება განსულიერებული და განპიროვნებული იყო. რაც გამოიხატება იმაში , რომ ბუნების ძალებსა და მოვლენებს შეეძლოთ თავის ნებაზე კეთილიც ექნათ ადამიანებისთვის და ავიც. ამიტომ მიაჩნდათ საჭიროდ მათი თაყვანისცემა, მსხვერპლისა და ძღვენის მირთმევა და ლოცვის შეწირვა, იქნებ ღმერთებმა ჩვენსკენ კარგი თვალით გადმოიხედონო.
წარმართულ ღვთაებათაგან საქართველოში განსაკუთრებული ადგილს იკავებს მთვარის ღვთაება. საგულისხმოა მთვარის თვისება , რომ ის მამაკაციაიმიტომ რომ ჩვეულებრივ მსიოფლიოს ისეთი ცივილიზებული ერები, როგორებიც ეგვიპტელები, ებრალეები, ბერძნები, რომაელები, არაბები და ფინიკიელები იყვნენ მთვარეს დედაკაც ღვთაებად მიიჩნევდნენ.
მთვარის კულტი მხოლოდ ასურელებს, ქანაანელთ და ქართველებს ჰქონდათ. თავდაპირველად მთვარეს თაყვანისცმეის დროს ადამიანთა მსხვერპლად შეწირვა მიღებუული ყოფილა. მოგვიანებით მსხვერპლშეწირვა პირუტყვით შეიცვალა.
ლეონტი მროველის ცნობით ადამინის მსხვერპლი პირუტყვით მეფე რევიმ შეცვალა.
პონტაში და ფრიგიაში სადაც ერთ დროს ქართველები ცხოვრობდნენ მთვარის თაყვანისცემა გავრცელებული ყოფილა. საინტერესოა ამ მხრივ შემდეგი ლექსი :
ბჟა დია ჩქიმი თუთ მუმა ჩქიმი
ხვიჩა ხვიჩა მუხუჩქეფი და დო ჯიმა ჩქიმი.
რაც ქართულად ასე ჟღერს:
მზე დედაა ჩემი მთვარე მამა ჩემი
სხვადასხვა ვარსკვლავები და და ძმაა ჩემი

ეტყობა მეგრეულ სინამდვილეში მთვარის ღვთაება ძვალრბილში იყო გამჯდარი. რასაც მაფიქრებიუნებს ის ფაქტი, რომ სიტყვა თუთაშხია, რაც თარგმანში მთვარის ტოლას ანუ კაც ღმერთს ნიშნავს. მე-20 საუკუნეშიც გვხვდება ლიტერატურულ ძეგლებში. ვამბობ სიტყვა თუთაშხიას, რადგან მე თუთშხია როგორც გვარი არ შემხვედრია.
მაშასადამე, სადაც ქართველებს უცხოვრიათ, მთვარის თაყვანისცემა კვლავ ყველგან შერჩენილია, ამის გამო როგორც მთვარ-მეუფისა და ღვთაების თაყვანისცემა ყველა ქართველი ტომების უძველეს რწმენად უდნა ჩაითვალოს.
აღსანიშნავია აგრეთვე ფუძის მფარველის ღვთაება ნერჩი პატენი, რაც ფუძის ბატონს ნიშნავს. სიტყვა ნერჩი სულხან საბა ორბელიანს ქვედა კერძო- აქვს განმარტებული.
აფხაზებმა იციან აგრეთვე სახლის , ან ფუძის ანგელოზი, ოჯახის მფარველი ღვთაება, რომელსაც აჟაჰარა, ანუ აშაჰარას უწოდებენ. როცა აფხაზი პატარძალს სახლში შეიყვანს, სახლის უფროსი ამ ახალ შემოსულ წევრებს აჟაჰარას ავედრებს.
ქართველები მნათობთა ზეციური ღვთაებებიდან მიწაზე დაეშვნენ. წარმართულ ჩვეულებებსა და ტრადიციებს ახალი ასპარეზი მიეცა მაშინდელ სინამდვილეში და გაჩნდა სხვა მრავალი ღმერთები როგორც ნადირთა და მონადირეების ღვთაებანი-ანატორი, ოჩოპინტრე და ბოჩი.
      აგრეთვე ჩამოყალიბდა ხეთა მსახურების ტრადიცია. საქართველოში ხეთა მსახურების შესახებ ისტორიული ნაშთები ეხლაცაა თითქმის ყველა კუთხეში შემორჩენილი. მაგალითად ხევსურებსა და ფშაველებს სწამდათ რომ არსებობს განსაკუთრებული მუხის ანგელოზი
ამის შემდეგ საქართველოში გაჩნდა ისეთი ჩვეულებები, როგორიცაა მაგალითად სვანეთში არსებული
მურყვამობის წესი, ასევე ადრეკილაი და მელაი-ტულეფაი, კვირაი და სხვა მრავალი, რომელთა მნიშვნელობის და შესრულბის წესს განმარტება უბრალოდ არაეთიკურად მიმაჩნია.
დამეთანხმებით ალბათ, რომ თითოეული წარტმართული წეს-ჩვეულების განხილვა და ანალიზი შორს წაგვიყვანს, რადგან საუბედუროდ წარმართული ტრადიციები თუ ზნე ჩვეულებები ჯერ კიდევ არს შემორჩენილი თანამედროვე საქართველოში, რომ არაფერი ვთქვათ ადრეშუასაუკუნეების დროინდელ ქართველთა შეხედულებებზე ღმერთის შესახებ მაშინ, როდესაც ქრისტეს ნათელი უკვე ანათებდა საქართველოს სხვადასვხა კუთხეებში.
რადგან თითქმის ყველა ისტორიკოსი საქართველოს გაქრისტიანებაზე საუბარს ლეონტი მრეველს ქართლის ცხოვრებას განმარტებიდან იწყებს, რა თქმა უნდა მე ქართველი ისტორიკოსები მაქვს მხედველობაში, მეც ამ შემთხვევაში ვერ ვიქნები გამონაკლისი და მოგახსენებთ რომ ლეონიტ მრეველის ცნობით, ფარნავაზის საგვარეულო სახლის წარმომადგენელი, რომელსაც როგორც ქართლი, ისე ეგრისი ემორჩილებოდა. ხოლო პირველსავე წელს მისი მეფობისა იშვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე.
როდესაც ქრისტე ოცდაათი წლისა გახდა და ის ისერუსალიმში შეიპყრეს ქრისტიანობის ქადაგებისთვის, მცხეთაში მყოფ ებრაელებს მოუვიდათ მოწვევა: აწ წარმოგვულენინ ჩუენ მოციქულნი ყოველთა თანა ურიათა, რათა მოვიდნენ მეცნიერნი სჯულისანი და განვიკითხოთ და განვბჭოთ მასზედა და აქ თქუენგანცა წარმოვიდნენ მეცნიეერნი სჯულისანი მანდით:. მაშინ როგორც აღნიშნულია ლეონტი მროველთან, მცხეთელ ებრაელებს იერუსალიმს ელიოზ მცხეთელი და ლონგილოზ კარსნელი მიუვლენიათ. ისინი იქ დასწრებიან ქრისტეს ჯვარცმას და მონაწილეობა მიღიათ იმ  წილისყრაშიც, რომელსაც ჯვარცმულის კვართის (პერანგი) შემდგომი კუთვნილება და ადგილსამყოფელიც უნდა გამოერკვია. წილით ქრისტეს კვართი მხეთელ ებრაელებს რგებიათ. როცა ელიოზმა კვართი მცხეთაში მიიტანა მისი და შეეგება და ეს კვართი მაგრად ჩაიკრა გულში. ეს ამბავი ადერკი მეფესაც გაუგია და კვართს ჩაცმა მოუსურვებია, მაგრამ სიდონია მოულოდნელად გარდაიცვალა. მას ისე მაგრად ჩაუკრავს კვართი, რომ ვერაფრით გამოურთმევიათ და ის კვართით ხელში დაუმარხიათ. ალბათ ამაშიც განგების ხელი ურევია, რადგან წარმართი ადრეკი ისე გაკადნიერდა რომ მაცხოვრის კვართის ჩაცმა მოინდომა.
მალე ამის შემდეგ, როგორც იუწყება ლეონტი მროველი, საქართველოში ქრისტიანობის გასავრცელებლად მისულა ქრისტეს ორი მოციქული: ადნრია პირველწოდებული და სვიმონ კანანელი. მათ თავისი მოღვაწეობის ასპარეზად დასავლეთ საქართველო აურჩევიათ. ანდრიას მეგრელთა შორის უმოღვაწია. ის ტრაპეზონიდან, - რომელსაც .მროველი მეგრელთა სოფელს უწოდებს დიდ აჭარაში შემოსულა და იწყო ქადაგებად სახარებისა და ნათელს სცა სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმინდისათა და დაადგინა მღვდელნი და დიაკონნი. და აღაშენა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. მოციქული აქ მრავალ სასწაულებს აღასრულედა. აქ აღადგენს მიცვალებულ სამძივარის ვაჟს. ამ ფაქტს მოსახლეობაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მრავალი მოექცა ქრისტეს რჯულზე . აქვე დაასხა მან ხელი პირველ ეპისკოპოსს და აქვე ტოვებს აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხელთუქმნელ ხატს, რომელიც ამჟამად დაკარგულად ითვლება.
     ხოლო იმ ქალაქში სადაც ეს სასწაული მოახდინა მოციქულმა არსებობდა არტემისა და აპოლონის კერპი, რომელთაც ხალხი მსხვერპლს სწირავდა და ემსახურებოდა.
და იყო დიდი დავა ხალხში რომელი ეღიარებინათ უზანაეს ღვთაებად, არტემისა და აპოლონის კერპი, თუ სასწაულის მოქმედი. აქ მათ ასეთი ცდა ჩაატარეს საკერპო ოთახში შეასვენეს ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი და უთხრეს მოციქულსა და კერპთა მღვდლებს, რომ ელოცათ მთელი ღამე. როცა გათენდა: იხილნეს ყოველნი კერპნი მათნი ქუყანად დათხეულნი . . . ხოლო ხატი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა ბრწყინავდ ვითარცა მზე, დიდებითა და პატივითა.
მაშინ შერცხვათ კერპთა მღვდლებს და შენდობა თხოვეს მოციქულს. ამ ფაქტის შემხედვარეც მრავალნი მოიქცნენ და რწმენა ყოველთა უფალი ჩვენი ისეო ქრისტე და სიხარულითა ნათელს-იღეს ყოველთა სახელითთა მამისათა და ძისათა, და სულისა წმინდისათა. და იქმნა სიხარული დიდი , და ადიდებდეს ღმერთსა, რომელმან იხსნა იგინი სულთაგან ეშმაკისათა
შემდეგ მოციქული ორეთში გადადის საქადაგებლად და მოაქციეს და განანათლეს ადგილობრივები. ორეთიდან ანდრია მოციქული აფხაზეთში გადადის სადაც სიტყვა ღვთისა მრავალთა შეიწყნარეს. აქედან ის სკვირეთში მიდის.
საქართველოში სულ ოფიციალურად 5-მა მოციქულმა იქადაგა. ესენია : ანდრია, სიმონ, მატათა, ბართლომე და თომა.
თუ გადავხედავთ საქართველოს ისტორისს 1-4 საუკუნეებს ქართველთა კულტურულ, ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ, სულიერ თუ ფიზიკურ სამყაროს, ადვილი წარმოსადგენია რომ მაშინ, როდესაც საქართველოში არსებობდა ისეთი წარმართული წეს-ჩვეულებები და ტრადიციები როგორიცაა: მურყვამობა, ადრეკილაი, მელიატულეფაი, ხეთა მსახურება და მცენარეების ღვთაება, კოპალა მნათობთა თაყვანისცემა, ტაროსის ღვთაება ვობი, მონადირეთა ღვთაებანი-ანატორი, ოჩოპინტრე და მრავალი სხვა. როგორი ფსიქოლოგიის მატარებელი ხალხი იქნებოდა. აქედან გამომდინარე გვაოცებს მოციქულთა გამბედაობა და თაყვანისცემა ასეთ ექსცენტრიულ ადამიანებში ქადაგების გამო. სადაც კაცის კვლა ჩვეულებრივი მოვლენა იყო მითუმეტეს არ დაინდობდნენ კერპთა შეურაცხმყოფელს. ამ დროს მოციქულებს ღვთის შეწევნის იმედიღა რჩებოდათ და ისე აღასრულებდნენ ღვთის ნებით უამრავ სასწაულებს.
რა თქმა უნდა ქართველთა გაქრისტიანება მოციქულებით არ დასრულებულა . ეს პროცესი დღესაც გრდძელდება. მარგამ მოციქულთა მოღვაწეობის შემდეგ საქართველოში გამოჩნდა მოციქულთა სწორი ნინო და როგორც ქართველთა უდიდესი მემატიანე ლეონტი მროველი იტყვის: იგი აუწყებდა ძუელთა და ახალთა წიგნთა და განაბრძნობდა უგუნურთა და უგულისხმოთა მათ, და შთაუგდებდა გულსა მათსა სიყუარულსა ქრისტესსა. ამ სიტყვებიდან ვგებულობთ, რომ ქართველებისთვის ძველი აღთქმის წიგნებიც უცხო ყოფილა.
წმ. ნინო საქართველოში ჯავახეთიდან ჩამოსულა. აქედან ის დედაქალაქ მცხეთაში ურბნისის გზით მისულა. აქ არმაზში წარმართ ქართველთა ღვთაების კერპთა არმაზის, ზადენისა და სხვათა დღესასწაულს შესწრებია და თავვისი ღვთისადმი აღვლენილი ლოცვით გამანადგურებელი გრიგალი მოუვლენია და კერპები სრულად სეუმუსრავს. წმ. ნინომ ექვსი წელიწადი დაჰყო მცხეთაში და თავისი ქადაგებითა და მკურნალობით სახელი მოიხვეჭა. ბოლოს მირიან მეფის თანამეცხედრე ნანა დედოფალიც მოურჩენია. და გამოჯანმრთელებულს უთქვამს: არა არს სხვა ღმერთი, თვინიერ ქრისტესა, რომელსა ქადაგებს ტყუე ესე დედაკაცი.
რა შეუტყო მირიან მეფემ ამ სასწაულის შესახებ: განკვირდა და იწყო გამოძიებად სჯულსა ქტისტესსა. მაგრამ ის მაინც დაეჭვებული იყო წმინდა ნინოს პიროვნებაში და ეუბნებოდა მას: რომელსა ღმრთისა ძალითა იქმ კურნებასა ამას, ანუ ხარ შენ ასული არმაზისი, ანუ შვილი ზადენისი, უცხოებით მოხვედ და შეუვრდი და ზედა-აც მათ წყალობა შენი და მოგანიჭეს ძალი კურნებათა, რათა მით სცხოვნდებოდი უცხოსა ქვეყანასა.: აქ საგულისხმოა ის ფაქტიც რომ სიტყვა ცხონება საქართველოში წარმართულ პერიოდშიც არსებულა.
ერთ ზაფხულის დღეს 20 ივლისს შაბათს მირიანი თავისი ამალითურთ მუხრანის სანახებში სანადიროდ წავიდა. ნადირობის დროს თხოთის მთის მწვერვალზე უეცრად დაბნელდა მის ზედა მზე და იქნა ღამე უკუნი ბნელი ფრიად. მეფესა და ამალას ერთმანეთის პოვნა ვეღარ მოუხერხებიათ. და დაშთა მეფე მარტო, და იარებოდა მთათა და მაღნართა შეშინებული და შეძრწუნებული. მირიანმა არმაზისა და ზადენის უშედეგო ვედრების შემდგომ წმ. ნინოს ქადაგება მოიგონა და ღმერთი ახსენა და აღთქმაც დასდვა : გამინათლე ბნელი ესე და მიჩუენე საყოფელი ჩემი; და აღვიარო სხელი შენი. ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ გათენდა და გამობრწყინდა მზე. და აღმართა ათმოსავლეთით ხელნი ცისკენ და თქვა : შენ ხარ ღმერთი ყოველთა ზედა ღმერთთა და უფალი ყოველთა ზედა უფალთა.
შინ დაბრუნებულმა მეფემ ნინო მოიხმო და ქრისტე აღიარა. მეორე დღეს მირიანმა თავისი ხალხი გაგზავნა საბერძნეთის ამბავის საცნობებელად და მღვდლების მოსაყვანად.
შემდგომ ამისა მირიანმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. რა თქმა უნდა ამ ფაქტს ხალხში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და წმინდა ნინოსა და მისი მოწაფეების ქადაგებით ხალხი დარწმუნდა ქრისტეს ღვთაბრივ ძალაში და შეიყვარეს იგი. შემდეგ დაიწყო ეკლესიების მშენებლობა და ქართველები დიდი სიხარულით შეუდგნენ ჭეშმარიტი ღვთის დიდების საქმეს.
მართალია, წმ. ნინომ მე-4 საუკუნეში მოაქცია ქრისტეს სჯულზე ქართველები, მაგრამ, ცხადია ხალხი მალე დაივიწყებდა ძველ სჯულს და უწინდელ ზნე-ჩვეულებას, როცა იგი კერპებსა სცემდა თაყვანს და მსხვერპლს სწირავდა მათ. ამიტომ ჯერ კიდევ დიდი ხანი გავიდა, სანამ ქარისტიანობა სულ ყველგან გავრცელდებოდა და მტკიცედ მოიკიდებდა ფეხს ხალხში, მაგრამ ამ საქმეს დიდად არ შეუწყეს ხელი იმ წმინდა მამებმა, რომლებიც მე-4 საუკუნეში შემოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში ასურეთიდან. ისინი სულ 13 იყვნენ, რომელთა თავი მოძღვარი იყო წმინდა იოანე. როგორც გადმოცემიდან ვიცით მას ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა ივერიაში წასულიყო რათა ახლად მოქცეული ხალხი გაემტკიცებია ქრისტეს სჯულზე.
წმ. იოანემ ყოველივე ამის შესახებ გამოუცხადა თავის მოწაფეებს და აირჩია 12 მოწაფე. ესენია: შიო, დავითი, ანტონი, იესე, იოსები, თადეოზი, სტეფანე, ისიდორე, მიხეილ, ფირრა, ზენომი და აბიბო.
დიდი ხნის მოგზაურობის შემდეგ, როცა ისინი საქართველოს მაშინდელ დედაქალაქს მცხეთას მიუახლოვდნენ იმ დროინდელმა კათალიკოსმა ევლავიმ იახლა ისნი მიესალმა და აკურთხა.
ცოტა ხნის შემდეგ წმ. იოანემ წაიყვანა თავისი მოწაფეები და მოიარა ყველა ის ადგილები, სადაც კი წმინდა ნინო ყოფილიყო. იქ ისინი ქადაგებდბენ ქრისტეს სჯულს და მრავალი განამტკიცეს სარწმუნოებაში, ზოგი მათგანი სახლ-კარსაც ტოვებდა და ზადენის უდაბნოში რჩებოდნენ სიკვდილამდე. ამგვარად ზადენის მთა შეიქმნა განდეგილთა სამყოფი. ცამეტი ასურელი მამათა გარდა ღვთის წყალობით რა თქმა უნდა მრავალთა გვყავს ისეთი წმინდანები, რომელთა როლი ქართველთა სულიერი, ზნეობრივი და მორალური სრულყოფის საქმეში განუსაზღვრელია.
წმ. მოწამე შუშანიკი, ევსტათი მცხეთელი, დავითი და კონსტანტინე არაგველები, არჩილ მეფე, აბო ტფილელი, ილარიონ ქართველი, იოანე მთაწმინდელი, გიორგი მთაწმინდელი, დავით აღმაშენებელი, ლუარსაბ მეფე, ქეთევან დედოფალი, ბიძინა, შალვა და ელიზბარი და მრავალი სხვა, რომელთა ჩამოთვლაც გჭირდება და რომლებიც ჭეშმარიტად ითვლებიან ქრისტეს მხედრიონში.
ეს ის წმინდანებია, რომლებიც ჭეშმარიტად იძლევიან ღვთის სიყვარულს და თავგანწირვას, პატრიოტიზმსა და ქვეყნისთვის თავდადების, უერთიერთსიყვარულისა და გატანის, ძმობისა და ერთობის უამრავ მაგალითს.
შევთხოვთ ღმერთს რომ მოგვანიჭოს მათი სარწმინოება, სიყვარული, სულგრდძელობა და მოთმინება. რაც ქართველებს დღეს ძალიან გვჭირდება.

No comments:

Post a Comment