“მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სულისა წმიდისა იყავნ თქვენ ყოველთა თანა” ასე გვლოცავს მოციქული პავლე,
იცის რა რომ ესაა ის სამი მთავარი და აუცილებელი წინაპირობა ადამინის ცხონებისა და განღმრთობისათვის. რისთვისაც არის შექმნილი ადამიანი. “და შექმნა ღმერთმან კაცი. ხატებად ღმრთისა შექმნა იგი.” (დაბ.1.27)
შემოქმედმა თავისი ღვთაებრივი მრავალმოწყალებით ადამიანს მიანიჭა ორი ღვთაებრივი თვისება: სულის უკვდავება და სწრაფვა სრულყოფილებისაკენ. სწორედ რომ განღმრთობისთვისაა შექმნილი ადამიანი, რასაც მან თავისი თავისუფალი ნებით უნდა მიაღწიოს. რათქმაუნდა ადამიანი ვერასდროს ვერ გახდება როგორც ღმერთი,
მაგრამ სწორეს ეს (განღმრთობის) პროცესი არის დაუსრულებელი.
ღვთის მადლის გარეშე ადამიანს არ შეუძლია არც უფლის
რწმენა, არც სულიერ საქმეთა კეთება. მაშასადამე, მას ღვთის შემწეობის გარეშე არ
შეეძლება დარჩეს და განმტკიცდეს ქრისტიანულ რწმენასა და სათნოებებში სიცოცხლის
ბოლომდე. მიტომაც ევედრებოდა უფალი იესო ქრისტე ზეციურ მამას: „მამაო წმიდაო
დაიცვენ, დაიცვენ ესენი სახეილთა შენითა“(ინ.17.11), „მე ვევედრე მამასა ჩემსა
სენთვის, რაითა არა მოგალდეს სარწმუნოებაი შენი“ (ლკ.22.32)
საღმრთო მადლზე საუბრისას უნდა ითქვას რა არის კეროდ
ის რაში ვლინდება და როგორ მოვიპოვოთ იგი.
სიტყვა „მადლს“ ბერძნულ ენაზე შეესაბამება სიტყვა „χαρίς ” (ბერძნ. χαρίς - სიხარული, კმაყოფილება, წყალობა, კეთილგანწყობა);
ლათინურად სიტყვა „gratia“ . რუსული სიტყვა „блогодат“. ძველბერძნები და რომაელები
ამ სიტყვით აღნიშნავდნენ პიროვნებისა თუ საგნის თვისებას ზოგადად. (რომელიმე
ნივთსა თუ ხელოვნების ნაწარმოების სილამაზეს, სახის სილამაზეს, მოძრაობას, ქცევისა
და ა.შ სილამაზეს). ძველებრაულ ენაზე
სიტყვა „მადლს“ შეესაბამება სიტყვა „gen“. აბრაამმა, როდესაც როდესაც ყოვლადწმიდა
სამება იხილა, შესთხოვa: „უფალო, უკეთუ ვპოვე მადლი წინაშე შენსა“ (დაბ18.3) ამრიგად ამ სიტყვით გამოიხატება ადამიანის
მიმართ წყალობა ღმრთისა და კეთილგანწყობა. ახალ აღთქმაში სიტყვა „χαρίς” ხანდახან გამოყენებულია ადამიანთა მიმართებაში.
მაგ: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის
სათნოება“(ლკ.214) ანუ ადამიანთა მიმართ კეთილგანწყობაო. ხანდახან ამ სიტყვით ახალ
აღთქმაში აღნიშნულია რაიმე სიკეთე, ამასთან არამარტო სულიერი, არამედ მატერიალური,
რომელსაც სულიერი დატვირთვა აქვს.
იგი ზოგჯერ აღნიშნავს ღვთის წყალობას ზოგადად:
„ღმერთმან ყოვლისა მადლისამან“ (I პეტ. 5,10). ამ ყველაზე ფართო გაგებით, მადლი
არის ყველა დროში ღირსეულად მცხოვრები ადამიანების სათნოყოფა (ასეთნი არიან მაგ.
ძველი აღთქმის მართალნი: აბელი, ენოქი, აბრაამი, მოსე წინასწარმეტყველი და
გვიანდელი წინასწარმეტყველნი).
მადლი გვეძლევა იესო ქრისტეს დამსახურებების გამო,
როგორც გვასწაცლის პავლე მოციქული: „ვმადლობ ღმერთსა მარადის თქუენთვის მადლსა მას
ზედა ღმრთისასა, მოცემულსა თქუენდა ქრისტე იესოს მიერ“.(1კორ1.4) „ნუ უკუე გრცხვენინ წამებაი იგი უფლისა
ჩვენისაი, ნუცა მე, კრული ესე მისი, არაედ თანა–იჭირვოდე სახარებასა მას ძალითა
ღმრთისაითა, რომელმან–იგი მიხსნა ჩუენ და მიჩინნა ჩუენ ჩინებითა მით წმიდითა არა
საქმეთა ჩუენთათვის, არამედ თუისითა ნებითა და მადლითა, რომელი მომცა ჩუენ ქრისტე
იესუის მიერ უპირატეს ჟამთა მათ საუკუნეთა“(2ტიმ1.89)
მადლი გვეძლევა განათლებისათვის ე.ი განწმედისა და განმართლებისათვის, სათნოებაში
წარმატებისა და ხსნისათვის. ამასვე ამტკიცებენ წმიდა წერილის შემდეგი ადგილები:
„მადლი თქუენდა და მშვიდობაი თქუენდა გამრავლდინ მეცნიერებითა ღმრთისაითა და
უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა! რომლელმან–იგი თვისისა ღმრთეებისა ძალი
საცხოვრებელად და ღმრთისა სამსახურებელად მოგუანიჭა ჩუენ მეცნიერებითა მისითა,
რომელმან იგი მიჩინნა ჩუენ თვისსა მას დიდებასა და სათნოებასა“(2პეტ.1.2,3).
„სადა–იგი განმრავლდა ცოდუაი, მუნ უფროისად გარდაემატა მადლი, რაითა ვითარცა–იგი
სუფევდა ცოდუაი სიკუდილსა შინა, ეგრეცა მადლი სუფევდეს სიმართლისა მიერ ცხოვრებად
საუკუნოდ ქრისტე იესუს მიერ უფლისა ჩუენისა“(რომ.50.20.,21), „რაითა განვმართლდეთ
მადლითა მით მისითა და მკვიდრ ვიქმნნეთ სასოებასა მას ცხორებისა
საუკუნოისასა“(ტიტ.3.7) „მადლითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა გურწამს ჩუენ ცხორებაი“(საქ.მოც.15.11).
მართლმადიდებული ეკლესიის სწავლებაში მადლის
შესახებ გამოიყოფა სამი ნაწილი:
1.
ადამინის განათლებისათვის მადლის აუცილებლობის
შესახებ.
2.
მალდის საყოველთაობისა და ადამიანის
თავისუფლებასთან დამოკიდებულების შესახებ.
3.
ღვთის მადლის არსობრიობისა და ადამიანის განათლების
პირობებზე.
თითოეული
ნაწილი განვიხილოთ დაწვრილებით. ყოველი ნაწილის დასაწყისში მოცემული ქინება
ეკლესიური თვალსაზრისი აღნიშნულ საკითხზე.
ადამიანის
განათლებისათვის ღვთის მადლის აუცილებლობის შესახებ:
ჯერ
კიდევ მე-5 საუკუნეში დაგმო ეკლესიამ პელაგიანთა და ნახევრად პელაგიანთა
ცდომილება, რომელთაგან პირველები უარყოფდნენ მადლის აუცილებლობას ადამიანისათვის,
ვინაიდან მათი სწავლებით მას პირველყოფილ ცოდვასთან თანაზიარება არ ჰქონდა; ხოლო
მეორენი ამბობდნენ, რომ მადლი საჭიროა ადამინისთვის მხოლოდ რწმენაში, ხოლო რწმენის
საწყისი ან ადამიანის რწმენაში მოქცვევა და მასში დარჩენა მოქცევის შემდეგ
სიცოცხლის ბოლომდე დამოკიდებულია მხოლოდ მასზე, მადლის მოქმედების გარეშე.
ღვთის
მადლის ქვეშ იგულისხმება ღვთის მაცხოვნებელი ძალა, რომელიც გვენიჭება მაცხოვრის
დამსახურებთა გამო, და რომელიც ახდენს ჩვენს განათლებას. ე.ი ერთის მხრივ გვწმენდს
ცოდვათაგან, გვაძლიერებს და გვამართლებს ღვთის წინაშე, მეორეს მხრივ- გვამტკიცებს
და გვზრიდს სათნოებაში მარადიული ცხოვრებისათვის. მადლის ამ გაგებში შეიძლება
გამოვყოთ სამი პუნქტი:
1.
მადლი არის ღვთის ძალა. ეს ჩანს პავლე მოციქულის
მიმართ მაცხოვრის სიტყვებიდან: „ და მრქუა მე : კმა არს შენდა მადლი ჩემი, რამეთუ
ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების, უმჯობესღა უკუე და უფროს ვიქადი
უძლურებათა შინა ჩემთა, რაითა დაიმკვიდროს ჩემ თანა ქრისტემან“ ( 2 კორ. 12.9) და
სხვა ადგილზე: „რომლისთვისცა ვშურები და ვიღუწი შეწევნისაებრ მისისა, შეწევნულისა
ჩემ შორის ძალითა“ (კოლ. 1.29)
2.
მადლი გვეძლევა იესო ქრისტეს დამსახურებების გამო,
როგორც გვასწავლის იგივე მოციქული: „ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა მარადის თქუენთვის
მადლსა მას ზედა ღმრთისასა, მოცემულსა თქუენდა ქრისტე იესოს მიერ.“ (1 კორ 1.4) „
ნუ უკუე გრცხვენინ წამებაი იგი უფლისა ჩუენისაი, ნუცა მე კრული ესე მისი, არმედ
თანა-იჭირვოდდე სახარებასა მას ძალთა ღრთისაითა, რომელმან-იგი მიხსნა ჩუენ და
მიჩინა ჩუენ ჩინებითა მით წმინდითა არა საქმეთა ჩეუნთათვის, არამედ თვისითა ნებითა
მადლითა, რომელი მომცა ჩუენ ქრისტე იესუის მიერ უპირატეს ჟამთა მათ საუკუნეთა“ (1
ტიმ. 1.84)
3.
მადლი გვეძლევა განათლებისათვის. ე.ი განწმენდისა
და განმართლებისთვის, სათნოებებეში წარმატებისა და ხსნისათვის. ამას ამტკიცებენ წმ.წერილის შემდეგი ადგილები: „მადლი თქუენდა
და მშვიდობაი განმრავლდინ მეცნიერებითა ღმრთისაითა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა!
რომელმან-იგი ყოველივე თვისისა ღმრთეებისა ძალი საცხოვრებელად და ღმრთისა
სამსახურებელად მოგუანიჭა მეცნიერებითა მისითა, რომელმან-იგი მიჩინნა ჩუენ თვისსა
მას დიდებასა სათნოებასა“ (2 პეტ.1.2,3). „სადა-იგი განმრვალდა ცოდვაი, მუნ
გარდაემატა უფროისად მადლი, რაითა ვითარცა-იგი სუფევდა ცოდვაი სიკუდილსა შინა,
ეგრეცა მადლი სუფევდეს სიმართლისა მიერ ცხოვრებად საუკუნოდ ქრისტე იესოის მიერ
უფლისა ჩუენისა“ (რომ. 50.20, 21), „
რაითა განვმრავლდეთ მადლითა მით მისითა და მკვიდრ ვიქმნნეთ სასოებასა მას
ცხოვრებისა საუკუნოისასა“ (ტიტ. 3.7). „ მადლითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა
გურწამს ჩუენ ცხორებაი“ (საქ. მოც. 15, 11)
ახალ აღთქმაში
მადლის ცნება უფრო დაზუსტდა. განასხვავებენ მის ორ ძირითად მნიშვნელობას: პირველი
- საღვთო ანუ ქრისტეს მადლში იგულისმხება ჩვენი გადარჩენის მთელი განგებულება,
რომელიც ძე ღვთისას ამქვეყნად მოსვლით, ჯვარზე სიკვდილით, აღდგომითა და ზეცად
ამაღლებით აღსრულდა: „მადლითა ხართ გამოხსნილ სარწმუნოებისა მიერ, და ესე არა
თქუენგან, არამედ ღმრთისა ნიჭი არს: არა საქმეთაგან, რაჲთა არავინ იქადოს“ (ეფ.
2,8-9). მეორე - მადლი ეწოდება სულიწმიდის ნიჭებს, რომლებიც ვლინდება და
გარდამოდის ქრისტეს ეკლესიაში მისი წევრების განწმედის, სულიერი ზრდისა და მათ
მიერ ზეციური სასუფევლის მისაღწევად.
ამ მეორე, ახალი აღთქმისეული მნიშვნელობით მადლი
არის ზეციდან გარდამოვლენილი და ქრისტეს ეკლესიაში დავანებული ძალა ღვთისა,
ამაღორძინებელი, მაცოცხლებელი, სრულმყოფი, მორწმუნე და კეთილმსახური ქრისტიანის
წარმმართავი უფალ იესო ქრისტეს მიერ ბოძებული ცხონების მისაღებად.
ამიტომ მოციქულები თავიანთ ნაწერებში ხშირად
ხმარობენ ბერძნულ სიტყვას „χαρίς“ - მადლი, რომელიც
მნიშვნელობით იგივეა, რაც სიტყვა „δΰναμι“ - ძალა. ტერმინს „მადლი“
წმიდა ცხოვრებისათვის ზემოდან მონიჭებული „ძალის“ მნიშვნელობით სამოციქულო
ეპისტოლეებში მრავალჯერ ვხვდებით (2 პეტ. 1,3; რომ. 5,2: რომ. 16,20; I პეტ. 5,12;
2 პეტ. 3,18; 2 ტიმ. 2,1; I კორ. 16,23; 2 კორ. 13,13; გალ. 6,18; ეფ. 6,24 და
სხვა). პავლე მოციქული წერს: „კმა არს შენდა მადლი ჩემი, რამეთუ ძალი ჩემი
უძლურებასა შინა სრულ იქმნების“ (2 კორ. 12,9).
მხედველობაში უნდა მივიღოთ სიტყვა „მადლის“ უკვე
ნახსენებ მნიშვნელობათა შორის განსხვავება და, აგრეთვე, ახალი აღთქმის წმიდა
წერილში მისი უპირატესად საღვთო ძალად გააზრების გარემოება. ეს მნიშვნელოვანია,
რადგან პროტესტანტიზმში დამკვიდრდა სწავლება, რომელიც მაცხოვრის მიერ ჯვარზე
აღსრულებულ ღვაწლში - ჩვენი ცოდვებისგან გამოსყიდვის დიად საქმეში, მადლს ზოგად
მნიშვნელობას ანიჭებს. პროტესტანტების აზრით, მაცხოვრის ღვაწლით ცოდვებისგან
გათავისუფლებული, მორწმუნე ადამიანები უკვე გადარჩენილებად ითვლებიან. მაგრამ
მოციქულები გვასწავლიან, რომ ქრისტიანს საჩუქრად ებოძა განმართლება საერთო
გამოსყიდვის მადლით. მაგრამ ქვეყნად იგი, როგორც პიროვნება, ჯერ მხოლოდ
„ცხორებულია“ (I კორ. 1,18) და ესაჭიროება მადლმოსილი ძალების მხარდაჭერა. ,,...
მოუჴედით სარწმუნოებითა მადლსა ამას, რომლითაცა ვდგათ“ (რომ. 5,2): „რამეთუ
სასოებით ვცხონდებით“ (რომ. 8,24).
No comments:
Post a Comment