მადლი,
მიუხედავად იმისა, განიხილება იგი როგორც ღვთის არსისის თვისება, თუ ღმერთთან
ქმნილი სამყაროს მმართველი ძალა, ენერეგია, არის ღმრთაებრივი ბუნება. ანუ
წარმოადგენს სამების სამივე ღმრთაებრვი პირისათვის. აქედან გამომდინარე, ღვთაების სამივე პირი მონაწილეობს
მაცხოვნებელი მადლის დანაწილებაში. ჩვენ მიჩვეული ვართ ერთ გამოთმქას „მადლი სულისა წმინდისა“ და საღვთისმსახურო
ტექტსებში ჩვეულებრივ ასე ითქმის მადლისთვის, მაგრამ წმინდა წერილში ასეთი
გამოთქმა არ გვხვდება. ეს გამოთქმა ისეთი მტკიცე და გავრცელებულია, რომ არც თუ
იშვიათად „სულიწმიდა“ და „სულიწმინდის მადლი“ როგორც ურთიერთშენაცვლებული ცნებებია
გამოყენებული. ეს დაკავშირებულია იმასთან რომ სულიწმინდის მადლი აღწევს ჩვენამდე,
წმინდა პახუმი დიდის სიტყვებით რომ ვთქვათ, სული წმინდის ჰიპოზტასში გათავისებას
ჩვენს მიერ, სწორედ ყოვლადწმინდა სამების მესამე პირი ახორციელებს. ისევე როგორც
ნებისმიერი ქმედება შემოქმედისა, მის მიერ შექმნილ სამყაროსთან მიმართებაში და
მადლი, მამის ნებით, ძის საშუალებით სულიწმინდაში. მამა ღმერთი წარმოადგენს წყაროს
მადლით ჩვენი განწმენდისა, გაწმენდა ხორცილედება მისი კეთინებელობით, სწორედ ის
მოავლენს სულიწმინდას, რომელიც მისგან გამოვალს უწინარე ყოველთა საუკუნეთა, სწორედ
მამას ევედრება უფალი: „განანათლე იგი ჭეშმარიტებითა შენითა“ (ე.ნ 17.7)
იმის
შესახებ რომ სულიწმინდა სწორედ მამისაგან გარდამოევლინება, წმინდა წერილის სხვა
ადგილებშიცაა გადმოცემული. მაგალითად: (გალ.4.7), თავად მადლი ხანდახან
სახელდებულია მამა ღმერთის სახით. მამა ღმერთზე, როგორც ჩვენი განმანათლებლის
წყაროზე საუბარია ეფესელთა მიმართ ეპოსტოლეში (ეფეელთა მიმართ1.6).
ძე ღმერთმა „დაიმსახურა“ ჩვენთვის სული წმინდის
მადლომისლი ნიჭები, მისი ღვაწლის წყალობით გახდა შესაძლებელი ჩვენი გამოხსნა
მადლით. ამიტომ თუ მამა ღმერთს უწოდებენ წევრს, ძე ღმერთი წოდებულია მაძიებელ
ჩვენი განწმენდისა. სწორეს მისი შუამდგომლობით (მეოხებით) გარდამოევლინა სული
წმინდა, მისი ღვაწლის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა სულიწმინდის გარდამოვლენა.
სულიწმინდა
ყოვლადწმინდა სამების მესამე პირი, რომელიც მამისაგანაა წარმოგზავნილი სამყაროში
მის მიერ, ანუ ძის შუამდგომლობით, წარმოადგენს საკუთრივ შემსრულებელს ჩვენი
განწმენდისა. მამა წევრია, ძე- მიზეზი, სულიწმიდა- უშუალო შემსრულებელი. წმინდა
წერილიდან ცნობილია, რომ სულიწმინდას მოიპოვებს ადამიანი ქრისტესაგან, იგი
აღაორძინებს ადამიანს დაცემისას ( ინ.3.5), შედის თვით ადამიანის არსებაში (ტიტ
3.6), ასე რომ, წმინდა პავლე მოციქულის სიტყვებით ცნებებს უწესებს ადამიანს.
ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში სულიწმინდა წოდებულია „მადლის სულად“. სულიწმინდის
მყოფობა ადამიანებში წარმოადგენს მადლის საფუძველს. მადლის არსი ესაა თანაზირება
ადამიანის სულიწმინდასთან. თავად წმიდნა წერილში გამოთმქები „მადლი“,
„სულიწმინდა“, „მადლის ნიჭები“, „სულიწმინდის ნიჭები“ წარმოადგენს
ურთიერთშენაცვლებად ტერმინებს.
ღმრთის გამოცხადების სწავლება საღმრთო მადლის
შესახებ ვიწრო გაგებით, ესე იგი როგორც ძალაზე, ადამიანის განმწმენდელ და
გამომხსნელ ძალაზე, დაეფუძნება შემდეგ ძირითად დებულებას:
- მადლი- განსაკუთრებული უქმნელი ღმრთისეული
ძალაა.
- ეს ძალა ჩვენამდე აღწევს სულიწმინდის
ჰიპოსტაზში, ამიტომ წმინდა გარდამოცემაში ხშირად იწოდება სულიწმინდის ძალად, თუმცა
თანაბრად მიეკუთვნება ყოვლადწმინდა სამების ყველა პირს.
- ეს ძალა მოგვენიჭება უფალი იესო ქრისტეს
გამომხსნელი ღვაწლის შედეგად.
-
მადლი გვათავისებინებს გამომხსნელი ღვაწლის ნაყოფებს ადამიანის გრძნობაზე შინაგანი
იდუმალი ქმედებით.
- მადლი მოქმედებს ადამიანის ბუნებრივი ძალებისა
და შესაძლებლობებთნ ერთად.
- მადლი არა ადამიანის შესაძლებლობებსა და
ნიჭებზე მაგიური დამატებაა, იგი არ ცვლის თვით ადამიანის ბუნებას მისი არსით,
არამედ გარდაქმნის (ფერს უცვლის) მისი არსებობის წესს.
No comments:
Post a Comment