წმინდა
მღვდელთავარმა გრიგოლ პალამამ საფუძვლიანად გააკრიტიკა ვარლაამის მოძღვრება.
თავდაპირველად წმ. გრიგოლი იწყებს
იმით, რომ ღმერთი არ შეიძლება გავაიგივოთ ფილოსოფიურ ცნება „არსთან“. ამასთან იგი
ეყრდნობა ბიბლიას - (გამ. 3.14). ღმერთი, გამოეცხადა რა მოსეს, ეუბნება „ მე ვარ
მყოფი“, ხოლო არის ის, რომელიც აღემატება არსს. მყოფი არის ის, რომელსაც ეკუთვნის
არსი. აქედან გამომდინარე, ღმერთი–არა უბრალოდ არსია, არამედ პიროვნებაა.
შემდგომ წმ. გრიგოლი ასაბუთებს
ღმრთაებრივი ენერგიების მარადიულობას. მისი მსჯელობა ასე წარიმართება: თუკი ღმერთს
არ ექნებოდა ენერგიები (ენერგიებში იგი გულისხმობს მეცნიერებას,სიბრძნეს, შემოქმედებას,
დიდებას, ძლიერებას, ნათელს, სიყვარულსა და ა.შ.), მაშინ იგი არც იქნებოდა ღმერთი.
მართლაც, ყველა ქმნილ არსებას გააჩნიათ განსაზღვრული ენერგიები, რომლებშიც
წარმოჩნდებიან ისინი. არის კი რაიმე საფუძველი უარვყოთ ანალოგიური რამ
ღმრთისათვის? თუკი ღმერთს არ ჰქონდა ეს ენერგიები, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, იგი არ
იქნებოდა ღმერთი,ხოლო თუკი ეს ენერგიები მან შეიძინა მხოლოდ დროში, მაგ: სამყაროს
შექმნის კვალობაზე, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ მანამდე ღმერთი არასრულყოფილი
ყოფილა, რაც ეწინაარმდეგება ღმერთს, როგორც აბსოლიტური არსების შესახებ სწავლებას.
ღირსი მაქსიმე აღმსარებელი, რომელსაც
იმოწმებდა წმ. მღვდელმთავარი გრიგოლი, წერდა, რომ „ყოფა, ცხოვრება, სიწმინდე,
ძლიერება ღმრთის ქმედებებს წარმოადგენენ, რომლებიც არა ოდესმე შეუძენია უფალს.“ და
რამდენადაც არსებებს გააჩნიათ ბუნებრივი ქმედებები, რაღა თქმა უნდა, ღმერთსაც უნდა
გააჩნდეს ისინი თავისი ბუნების შესაბამისად.ამიტომაცაა რომ ღმერთი არასდროს არ
ყოფილა უმოქმედო და სიცოცხლის გარეშე მღვდელმთავარი გრიგოლი წმ. წერილის
ტექსტებსაც იმოწმებს, მაგ: წმ.იოანეს სახარებაში უფალ იესო ქრისტეს საღვდელმთავრო
ლოცვაში საუბარია დიდებაზე, რომელსაც ძე ღმრთისა ფლობდა სამყაროს შექმნამდე:
„და აწ მადიდე მე მამაო, თავისი
შენისა თანა დიდებითა მით,რომელი მაქუნდა წინაშე შენსა უწინასწარეს სოფლის
დაბადებისა“(ინ.17.5)
აქედან გამომდინარე, დიდება,
როგირც ერთ–ერთი ღმრთაებრივ ენერგიათაგანი, მარადიულია.
იმოწმებდა იგი აგრეთვე წმიდა პეტრე
მოციქულცს: „იქმნეთ საღმრთოისა მის ზიარ ბუნებისა“. (2პეტრ1.4). ამ სიტყვებს
აღმოსავლეთში ყოველთვის იყენებდნენ, როგორც ჭეშმარიტად განღმრთობის, ანუ ადამიანის ღმერთთან
შეერთების რეალურად შეერთების
შესაძლებლობის, ბიბლიურ
დასაბუთებად.
ამრიგად, წმ. მღვდელმთავარ გრიგოლ
პალამას პოლემიკა ვარლამის წინააღმდეგ ატარებს
არა თეორიულ, არამედ უაღრესად
პრაქტიკულ ხასიათს. წმ.
გრიგოლი უპირველეს ყოვლისა მიზნად
ისახავდა სულიერი გამოცდილების დაცვას, და
ამასთან არა მარტო საკუთარი,
ან თუნდაც ათონელ ბერთა
გამოცდილებისა, არამედ იმ
გამოცდილებისა, რომლითაც განმსჭვალულია
აღმოსავლეთის ეკლესიის მთელი ასკეტური ტრადიცია.
წმ. გრიგოლ პალამას მოძღვრებამ მიიღო სახელწოდება– სწავლება ღვთაებრივი არსის შეუცნობადობისა და შეუქმნელ
ენერგიებში ღმერთის შემეცნების
შესახებ.
ეს
სწავლება შეიძლება შეჯამდეს შემდეგ ძირითად
დებულებებში:
1.ღმერთის
არსსა და ენერგიას შორის არსებობს
ღირსებითი (ღმრთივღირსებითი) განსხვავება. არსი მიზეზია ენერგიისა; არსი არ უშვებს თავისთან ზიარებას.
ენერგია კი უშვებს ; ღმთაებრივ არსზე ოდენ
მხოლობით რიცხვშია შესაძლებელი საუბარი,
ხოლო ენერგიაზე მრავლობითში; ღმთაებრივი არსი უსახელოა
(ანუ არ გამოიხატება რაიმე
სახელით, მის შესახებ მხოლოდ
უარყოფითი ფორმულირებებითაა
შესაძლებელი საუბარი), მაშინ
როდესაც ენერგიები სახელდებულია.
2.ენერგია
არის შეუქმნელი ღმრთაებრივი მადლი (ანუ არაა ქმნილი), იგი გამოდის
არსისგან, მაგრამ თავისი
გამოსვლით არ განეშორება არსს.
3. ღმერთში არსსა და ენერგიას
შორის განსხვავება არ ეწინააღმდეგება ღმრთაებრივ სიმარტივეს. მსგავს მაგალითებს
ჩვენ შექმნილ სამყაროშიც ვხვდებით. მაგალითად, გრიგოლ პალამას
აზრით, შეიძლება მოვიყვანოთ
ადამიანის გონება, რომელშიც
შეიძლება განვასხვავოთ ერთის მხრივ არსი, ხოლო მეორეს
მხრივ სხვადასხვა ქმედება და უნარი, რომლებიც ნიშანდობლივია გონებისათვის. თუმცაღა ასეთი განსხვავების მიუხედავად
არავინ დაიწყებს მტკიცებას, რომ
ადამიანის გონება რთული და სხვადასხვა ელემენტებისაგან შედგენილი რამააო.
4. ენერგიას შეიძლება ,, ღმერთი“ ვუწოდოთ.
ღმრთაებრივი ენერგია თავად ღმერთია, ანუ, უფრო ზუსტად, ღმერთის განსაკუთრებული
ყოფიერებაა საკუთარი არსის გარეთ.
5.ღმერთთან ზიარება არის მის ენერგიებთან ზიარება
და არავითარ შემთხვევაში მის არსთან
ზიარება.
წმ.მღვდელმთავარ გრიგოლ პალამას მოძღვრებას, რომელსაც შემდგომში
იზიარებდნენ სხვა მამებიც (მაგ... ნიკოლოზ კავასილია, მარკოზ ეფესეული და სხვ.)
საფუძველი უეჭველად წმინდა წერილში აქვს, რომელშიაც ჩვენ გვხვდება ორგვარი სახის
გამონათქვამები ადამიანის მიერ ღმერთის შემეცნების შესაძლებლობის შესახებ.
ერთნი მეტყველებნენ ჩვენი შესაძლებლობებისათვის
ღმერთის შემეცნების მიუწვდომლობის შესახებ, მაგალითად:
ღმერთი, ,,რომელსა მხოლოსა აქვს
უკუდავებაი და ნათელსა მყოფ არს მიუწვდომელსა, რომელი არავინ იხილა კაცთაგან, არცა
ხილვად ხელეწიფების“ (ტომ.6–16):
ან კიდევ:
,,დიდ არს ღმერთი და ვერ ხელგვეწიფების ცნობად მისსა“ ( იობ.36.26).
მაგრამ,
უკიდურეს შემთხვევაში, არანაკლებია ისეთი გამონათქვამებიც, რომლებშიც საუბარია
ადამიანის მიერ ღმერთის შემეცნების შესაძლებლობის, ღმრთაების უშუალოდ ხილვის,
ჭვრეტის შესაძლებლობის შესახებ, მაგალითად:
ესაი წინასწარმეტყველთან: ,, თვალთა ჩემთა იხილეს მეუფე, უფალი საბაოთ.“
(ეს.5.6):
ან კიდევ, მთაზე მაცხოვრის ქადაგებიდან მათეს
სახარებაში: ,,ნეტარ არიან წმინდანი გულითა,
რამეთუ მათ ღმერთი იხილონ.“ (მთ. 5.8).
ამრიგად, გვაქვს ორი ჯგუფი გამონათქვამებისა,
რომლებიც ერთი შეხედვით ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს. წმ. გრიგოლ პალამას სწავლების
მიხედვით წმ. წერილის ტექსტები , რომლებიც მეტყველებენ ღმრთის შეუმეცნებლობაზე
უნდა მივაწეროთ ღმთაებრივი არსის შეუმეცნებლობას, ხოლო ისინი, რომლებიც, პირიქით,
მეტყველებენ ღმრთის შეუმეცნებლობის შესაძლებლობებზე, უნდა მივაწეროთ ღმთაებრივი
ენერგიებით შემეცნება.
ამიტომ, როცა პავლე მოციქული ამბობს, ღმერთი არავინ იცის, გარნა სულმანვე
ღმრთისამან“ (1კორ.2.11), მიეკუთვნება ღმრთაებრივ არსს. ღმრთის სულში კი
იგულისხმება სულიწმინდა ღმერთი.
No comments:
Post a Comment